რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბარნაბა გელაზანიას განცხადება ბათუმის სკოლაში ხელახლა მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბათუმის სამზრუნველოსთვის მიეწერა, რომ კეთილსაიმედოობის მოწმობის წარმოუდგენლობის გამო შუამდგომლობას ვერ აღძრავდნენ და გელაზანიას მაგივრად სხვა კანდიდატის წარდგენა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი შარაბაძის თხოვნა, დახმარებოდნენ ქართული სტამბის მოწყობაში. გამგეობის გადაწყვეტილებით შარაბაძეს ძმები ზუბალაშვილების თანხიდან 100 მანეთი გადაეცემოდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 15 ივლისს სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლას სტეფანე ვასილის ძე კლუჩარევის სანოტარო ბიუროში დამტკიცებული ცნობით 40 თუმანი და ხუთპროცენტიანი სარგებლის ბილეთი, ხოლო თბილისის სასულიერო სემინარიას 500 თუმანი დაუტოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის მუშაობის ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე განაგებდა საზოგადოების უძრავ-მოძრავ ქონებას – საგურამოს მამულს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და შალვა ანტონის ძე მიქელაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის მოხსენება ეკატერინე გაბაშვილის თხზულებების გამოცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე-ფრონელის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ გამოგზავნილი საზოგადოების მოსკოვში მყოფ წევრთა ინიციატივა — შესაბამისი გასამრჯელოს ფასად ღარიბი სტუდენტებისთვის ეთარგმნინებინათ საბავშვო და სახალხო წიგნები. კრების დადგენილებით, ქშწკგ საზოგადოება ყველანაირად ხელს შეუწყობდა ამ ინიციატივის განხორციელებას.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა, ეკატერინე ივანეს ასულ სარაჯიშვილის ხსოვნის აღსანიშნავად ორი საპროფესიო სკოლის დაარსება, გვირგვინის ყიდვის ნაცვლად სალიტერატურო ფონდის გასაძლიერებლად 300 მანეთის გადადება და განსვენებულის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა.
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი-სარაჯიშვილისა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის მეუღლე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ეკატერინე ივანეს ასულმა ფორაქაშვილ-სარაჯიშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 100 000 მანეთი უანდერძა. ეს ფული საპროფესიო სკოლების დაარსებასა და წიგნების გამოცემის საქმეს უნდა მოხმარებოდა. ანდერძით მთელი ქონება განაღდებულ უნდა ყოფილიყო და თანხის მესამედი, საგანმანათლებლო საჭიროებათა გასაძლიერებლად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა მიეღო.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილი-ევდოშვილის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა და ხარჯების დასაფარად 400 მანეთი გადადო.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლიდან 1914 წლის დეკემბრამდე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე-ფრონელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 5 აგვისტოს ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი-სარაჯიშვილისა გარდაიცვალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქალთა ამხანაგობისთვის საყმაწვილო წიგნების გაგზავნაზე ზრუნვა გიორგი დეკანოზიშვილსა და ივანე გომართელს დაავალა. საზოგადოებამ წიგნების შესაძენად 800 მანეთი გამოყო.

