საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89462

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვისი პეტერბურგში აპირებდა გამგზავრებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ნოემბერს საღამოს 8-ის ნახევარზე სამკურნალო გამგეობის დარბაზში გაიმართებოდა კავკასიის სამკურნალო საზოგადოების კრება და ა. ზაიცევი წაიკითხავდა მოხსენებას „ბატონებზე“. კრებაზე უცხო პირებსაც შეეძლოთ დასწრება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ უმცროსი კლასებისთვის შეადგინა „ქართული ქრისტომატია“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ორმოქმედებიანი კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“ რაფიელ დავითის ძე ერისთავმა გადმოაკეთა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი იყო კავკასიის მთავარმართებელი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბგარიანცი ფლობდა ქარხანას.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამოილოვიჩი იყო ექიმი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსჯავრდებულის ნ. დიასამიძის ადვოკატი იყო კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რეიტერი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსჯავრდებულის სალამბეგოვის დამცველი იყო ოპოჩინინი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექიმი სამოილოვიჩი ზამთარში მასწავლებელი ქალების ურთიერდახმარების საზოგადოებას წაუკითხავდა რამდენიმე ლექციას ფიზიოლოგიისა და ანატომიის შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 ნოემბერს ბანკის (არწუნისეულ) თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარედგინა სამმოქმედებიანი დრამა-კომედია „შეშლილია“, რომელშიც მონაწილეობდა ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალიშვილისა (ავალოვი).

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა ქართული ხოროს პირველი კონცერტი ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის ხელმძღვანელობითა და იოსებ ი. რატილის ლოტბარობით. კონცერტი 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი იყო ქართული ხოროს ხელმძღვანელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ი. რატილი იყო ლოტბარი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დიმიტრი ივანეს ძე მელიქიშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი იყო თავადი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ მიხეილ ივანეს ძე მელიქიშვილი მეუღლესთან ერთად ნათესავებს განცხადებით ატყობინებდა ძმის, დიმიტრი ივანეს ძე მელიქიშვილის გარდაცვალებას.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ევგრაფ იაგორის ძე ხოსროევი თბილისის საქალაქო გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვრის მეუღლე იყო მარიამ დავითის ასული ამილახვარი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძმები იყვნენ დიმიტრი და მიხეილ ივანეს ძე მელიქიშვილები.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრის სოფელ სადახლოში გარდაიცვალა დიმიტრი ივანეს ძე მელიქიშვილი. მას დაკრძალავდნენ 17 ნოემბერს სოფელ ახტალაში, საგვარეულო სამარხში.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს მიხეილ ივანეს ძე მელიქიშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაიცვალა ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი, რომელსაც დაკრძალავდნენ სოფელ კასპში 16 ნოემბერს, დილის 11 საათზე. პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველდღე, თერთმეტ და შვიდ საათზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ მარიამ დავითის ასული ამილახვრისა ნათესავებს განცხადებით ატყობინებდა მეუღლის, ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვრის გარდაცვალებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო გამგეობის განცხადება, რომ 23 ნოემბერს საქალაქო სახლის ზემო სართულზე, ერევნის მოედანზე, დილის 9 საათზე დანიშნული იყო მესამე რიგის ხმოსანთა არჩევნები, რომელიც სამწლიანი იყო 1887-1890 წლამდე. განცხადებას ხელი მოაწერა გამგეობის წევრმა ხოსროევმა.