რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 5 მარტს ივანე ნიკოს ძე ბერაძე, ალექსი გიორგის ძე ბერაძე, ერმილო მაქსიმეს ძე გორგილაძე, იოსებ ზაალის ძე ჟორჟოლიანი და მიხეილ ბესარიონის ძე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სამკითხველოდან წიგნები 1764-ჯერ გაიტანეს წასაკითხად. მკითხველები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ლიტერატურული ნაწარმოებების, საყმაწვილო და საისტორიო წიგნების მიმართ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 7 თებერვალს დავით მიხეილის ძე კვანტალიანი, ბარნაბა გიორგის ძე სურგულაძე და ანეტა ონისიმეს ასული სიხარულიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 სექტემბერს გამართული წიგნების ვაჭრობიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას 15 მანეთი მოგება დარჩა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ბიბლიოთეკის გამგე ქეთევან დავითის ასული კარიჭაშვილის ჯამაგირი 360 მანეთი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 7 თებერვალს რაჟდენ დიმიტრის ძე მიქაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების მდივანი გახდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 7 თებერვალს რუსლან ლეონტის ძე არდიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგე ნინო ქართველიშვილის ჯამაგირი 180 მანეთი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 7 თებერვალს რაჟდენ ივანეს ძე ნანეიშვილი, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე და სოლომონ ნიკოს ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ნაძალადევის ბიბლიოთეკის გამგე გიორგი ლომთაძის ჯამაგირი 180 მანეთი იყო.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ძველი გამგეობა გადადგა. ახლად არჩეულმა გამგეობამ მუშაობა 5 ივნისს განაახლა. წლის განმავლობაში გაიმართა 25 სხდომა, გაირჩა 78 საქმე, გადაიდო – 10.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ატენის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი ბარნაბიშვილის ჯამაგირი 360 მანეთი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ევგენია კონსტანტინეს ასული ეგაძე საქველმოქმედო სკოლის მასწავლებელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 7 თებერვალს გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს შრომის სკოლის მასწავლებელ იოსებ ჩხატარაიშვილის ჯამაგირი 360 მანეთი იყო.

