რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისაგან მიიღო წერილი ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობა ატყობინებდა, რომ მათ შეეძლოთ სკოლისთვის თავდაპირველად 200 მანეთი მიეცათ, შემდეგ კი ყოველწლიურად გაუგზავნიდნენ საჭირო წიგნებს. ასევე შეეძლოთ მასწავლებლად სანდო და საქმისმცოდნე კაცის დანიშვნა, თუმცა მის ჯამაგირსა და სახლის ქირაზე ადგილობრივ ქართველებს უნდა ეზრუნათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
მიხეილ ყიფიანმა ვახტანგ თულაშვილს შესთავაზა, მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნების დარჩენილი ეგზემპლარები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის იმ პირობით გადაეცა, რომ გაყიდული წიგნებიდან საზოგადოებას მოგების 30 პროცენტი დარჩენოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ ათანასე ნიკიფორეს ძე დობროვოლსკის თხოვნით სწავლის ქირისგან გაათავისუფლა თბილისის რეალური სასწავლებლის მეხუთე კლასის მოსწავლეები, პეტრე და გაბრიელ დობროვოლსკები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილი მისწერა, რათა გაერკვია, რატომ ვერ წაიღეს მისი გამოცემული არითმეტიკის წიგნები ვახტანგ თულაშვილისგან. ასევე აინტერესებდა, მისი ახალი სახელმძღვანელოებისთვის საზოგადოების საწყობში თუ იქნებოდა ადგილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ოქტომბერს თბილისის რეალური სასწავლებლის მოსწავლე ბორის ბეჟანოვი განათლების სამინისტრომ ევგენია ბეჟანოვას თხოვნის საფუძველზე სწავლის ქირისგან გაათავისუფლა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივნისს სპირიდონ ჯორჯიკიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მიიღო საკვინტაციო დავთარი N 32, საწევრო დავთარი N 30 და სააგენტო ინსტრუქცია, თუმცა არ მიუღია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1885 წლის წევრთა სია. ჯორჯიკიამ ამ სიის, ყველა წევრის სიისა და საზოგადოების წესდების გაგზავნა ითხოვა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა მიხეილ ქართველიშვილს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სოფელ რუხში სკოლის გახსნას აპირებდა. გოგებაშვილმა ქართველიშვილს ამ სოფელზე შემდეგი ცნობების მიწოდება სთხოვა: ზუსტად სად მდებარეობდა, ქართველების გარდა კიდევ ვინმე თუ ცხოვრობდა, სოფელს თუ შეეძლო სკოლის შენახვა, იქაური მაზრის უფროსი ვინ იყო, მღვდლად ვინ მსახურობდა და ა. შ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ლ მაისს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 8 მაისს ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნის ინიციატორები იკრიბებოდნენ გადაწყვეტილების მისაღებად. ყიფიანი გამგეობას სთხოვდა, მალე ეცნობებინათ, ეთანხმებოდნენ თუ არა მის მიერ შეთავაზებულ გეგმას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს გენერალმა იოსებ გედევანიშვილმა განათლების სამინისტროს ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსწავლე დავით მორჩაძის ბრძოლის ველზე ყოფნა შეატყობინა და მისთვის სასწავლებელში ადგილის შენახვა სთხოვა.
1889
ტიპი: ავტორობა
1889 წლის 6 სექტემბერს ანტონ ფურცელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ არტაანის მაზრიდან წინარეხში გადმოსახლებულ ქართველებს მშობლიური ენა ავიწყდებოდათ, ამიტომ აუცილებელი იყო იქ ქართული სასწავლებლის გახსნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისს ეკატერინე ფურცელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო საკვინტაციო დავთარი N38, საწევრო დავთარი N32 და საზოგადოების წევრთა სია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ელ მაისს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ვლადიკავკაზში მცხოვრები ქართველები საზოგადოებისგან დიდ შემწეობას ელოდნენ, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, სკოლის გახსნას მაინც აპირებდნენ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ნიკოლოზ ბადრიძისთვის გაზეთების ყდაში ჩასასმელად 16 მანეთი მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დადგინდა, სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანისთვის ეცნობებინათ გამგეობის განკარგულება სკოლის ვითარების გამოძიების შესახებ. მასვე დაევალა ამ განკარგულების მასწავლებელთათვის გამოცხადება. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.