რეგისტრირებული ფაქტები87016
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს სვიმონ ფერაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 40 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა საპენსიო ფონდიდან 246. 69 მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს დიმიტრი ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს დავით სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ალექსანდრე ფიფინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შალვა ანტონის ძე მიქელაძის მოხსენება ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილის ფონდიდან ბუნებისმეტყველების წიგნების გამოცემის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება დავით სარაჯიშვილის დანატოვარი ადგილის გაყიდვის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნავთლუღის სკოლასთან ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყვიტეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლას 4.70 მანეთის ღირებულების ქართულისა და რუსული ენის რვეულები გაუგზავნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტრის, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის ჯამაგირი 840. 70 მანეთი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს გენერალ-ლეიტენანტი ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი თბილისის გუბერნიის მარშალი იყო.

