რეგისტრირებული ფაქტები81435
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების აზრით, ბიბლიოთეკები უნდა აღჭურვილიყო კარგი ქართული წიგნებით, რომლებიც ხალხისთვის წასაკითხად გამოდგებოდა და მასწავლებლებისთვისაც საჭირო იქნებოდა. დადგენილებას ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი, თევდორე დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე და იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 14 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სწერდა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს, ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს, შეემოწმებინა საზოგადოების 1904 წლის ანგარიში.
1882
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1882 წლისთვის დაამტკიცა შემდეგი ხარჯთაღრიცხვა: პრემიებისთვის – 250 მან., სტიპენდიებისთვის – 780 მან., თბილისის სკოლისთვის – 294 მან., ბიბლიოთეკისთვის – 400 მან., კანცელარიის შენობის ქირისთვის – 200 მან., ახალი სკოლის დასახმარებლად – 1000 მან., სკოლებში გასაგზავნი წიგნებისა და ნივთებისათვის – 500 მან., მგალობლებისთვის – 120 მან., წიგნების დასაბეჭდად – 1500 მან., მდივნის ხელფასისთვის – 600 მან., მოულოდნელი ხარჯისთვის – 500 მან. სულ 9044 მან., ბათუმის სკოლის სახლის ასაგებად – 3000 მან. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 სექტემბერს ლანჩხუთის ვაჟთა ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი სწერს განათლების სამინისტროს, რომ მასწავლებელი სიმონ გაჩეჩილაძე თავს ანებებს სამსახურს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 22 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ ჩუღურეთის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებლად დაშვებულიიყო დეკანოზი აბრამ გაზანიანცი 1919 წლის 16 სექტემბრიდან.
1899
ტიპი: ღონისძიება
სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს თავად-აზნაურთა კრებაზე მადლობა გამოუცხადეს თხუთმეტწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის სკოლის სასარგებლოდ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლ ივანე დადიანის განცხადება იმის შესახებ, რომ სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს თავად-აზნაურთა კრებამ მადლობა გამოუცხადა თხუთმეტწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის სკოლის სასარგებლოდ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ავლაბრის საღამოს სკოლის მოსწავლეების თხოვნა წიგნების უფასოდ გადაცემის თაობაზე. გადაწყდა, მიეცათ 5 მანეთის ღირებულების წიგნები. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის თხოვნა ჭინკათხევის სკოლის გეგმის გაგზავნასთან დაკავშირებით. კრებაზე სასკოლო სექციას დაევალა გეგმის მომზადება. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ქართული გიმნაზიის მოსწავლეების თხოვნა, მათი მეგობრის, მ. ხუხუნაიშვილისთვის, დახმარების შესახებ. კრებაზე გადაწყდა, ხუხუნაიშვილისთვის ძმები ზუბალაშვილების დაწესებული სტიპენდიების მორჩენილი ნაწილიდან 25 მანეთი მიეცათ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს საკითხი ბიბლიოთეკა-მუზეუმის დროებით ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სვიმონ ბერძენიშვილის თხოვნა მისი გამოცემული „ფერხულის“ შეძენის შესახებ. ბერძენიშვილის თხოვნა არ დაკმაყოფილდა. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ თავად ივანე დადიანის განცხადება სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანისთვის მადლობის გამოცხადების შესახებ მხედველობაში მიეღოთ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ნატალია ფარნაოზის ასულ ჟორდანიას, ლეონტი ნესტორის ძე რევიას, ელენე ისიდორეს ასულ რამიშვილის, დავით სოკრატის ძე სულიაშვილის, ბესარიონ ნესტორის ძე სვანიძის, ანა ილიას ასულ სოლოღაშვილის, მიხეილ იაკობის ძე ტყავაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და ალექსანდრე გიორგის ძე ტატიშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.