საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93112

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს შიო არაგვისპირელს გული მოსდიოდა იმათზე, ვისი ხელითაც ნაწერები რედაქციებში გააგზავნა, რადგან გარკვეული დროის მერე გამომჟღავნებულა, რომ ფსევდონიმ არაგვისპრელის უკან სწორედ ის იმალებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლიდან შიო არაგვისპირელმა ფსევდონიმი მხოლოდ იმიტომ აიღო, რომ თავისი ვინაობის გამომჟღავნება არ სურდა.

1889

ტიპი: ავტორობა

შიო არაგვისპირელი მოკრძალებული ხასიათის გამო საკმაოდ დიდხანს, 1889 წლამდე, ერიდებოდა თავისი ნაწერების გამოქვეყნებას.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს სოფელ ტოლათსოფლის სკოლის მოსწავლეებსა და მოსახლეობასთან დამშვიდობებისას ვასილ კოპტონაშვილსაცა და იქაურებსაც ტირილი დაუწყიათ, იმდენად ენანებოდათ ერთმანეთთან განშორება.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ ჩააბარა ხარკოვის საბეითლო (ვეტერინარულ) ინსტიტუტში, საიდანაც სტუდენტური გამოსვლების გამო გარიცხეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს დანიშნული ნახევარხარჯიანი სტიპენდია ენიჭებოდა თბილისის სასულიერო სემინარიის აღსაზრდელებს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ოქროპირიძე იყო გორის ეპისკოპოსი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის ბოლო, მე-6 წელს სემინარიაში გათავისუფლდა გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს ნახევარხარჯიანი სტიპენდია, რომელიც მალევე თედო კიკვაძეს დაუნიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს საქართველოში დაბრუნებულ თედო სახოკიას ეგონა, რომ სხვებზე მეტად იცოდა ქართული ენა, თუმცა ქართლში ყოფნამ და ქართლელებთან ურთიერთობამ იგი დაარწმუნა, რომ კიდევ ბევრი შრომა სჭირდებოდა ამ მიმართულებით

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თედო სახოკია ერთი წელი მასწავლებლად მუშაობდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს გამოქვეყნებულ ვასილ კოპტონაშვილის ნაწარმოებში „აღდგომა დღეს“ მოთხრობილია აღდგომა დღეს წითელი კვერცხების გატეხვისათვის კაცის მოკვლის ამბავი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-90 წლებიდან თევდორე კიკვაძე ეცნობოდა მარქსის მოძღვრებას სხვა ავტორთა წიგნების მეშვეობით.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს თადა აშორდიამ დაასრულა მეგრული ანბანის შეთხზვა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს თადა აშორდიას მიერ შექმნილი მეგრული ანბანით დაიწყეს საღვთო წიგნების მეგრულ ენაზე თარგმნა, მაგრამ ეს თარგმანები სამეგრელოს სამღვდელოებამ უარყო.

1889

ტიპი: განათლება

1898 წელს ზაქარია მდივანმა დაასრულა გენერალური შტაბის აკადემია პირველი თანრიგით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლებში ალექსანდრე გედევანიშვილმა პეტერბურგის პავლეს სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ალექსანდრე გედევანიშვილმა ბაქოს 153-ე ქვეით პოლკში დაიწყო სამხედრო სამსახური.

1889

ტიპი: ღონისძიება

სამხედრო სასწავლებელში სწავლის პარალელურად, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1889 წლიდან არმიაშიც მსახურობდა – ჯერ ყარსის საციხოვნო არტილერიაში, მოგვიანებით კი, ალექსანდროპოლის საციხოვნო არტილერიაში და კავკასიის საალყო საარტილერიო პოლკში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 დეკემბერს სამეურნეო საზოგადოების მორიგ კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ჰაჯი ისმაილოვი ვერცხლის მედლით დაეჯილდოებინათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 დეკემბერს მთავრობის განკარგულებით თ. სუმბათაშვილისთვის წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენის გადაცემა გადაწყდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 დეკემბერს მთავრობის განკარგულებით ტიგრანოვისთვის წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენის გადაცემა გადაწყდა.