საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90108

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ივანე გივის ძე ამილახვარმა ნაცნობებსა და ნათესავებს აუწყა, რომ გარდაიცვლა დედა ანასტასია ლუარსაბის ასული ამილახვარი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია ლუარსაბის ასული ამილახვარი ივანე გივის ძე ამილახვრის დედა იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გივის ძე ამილახვარი გენერალ-ლეიტენანტი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ივანე გივის ძე ამილახვარი თავადი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ნოემბერს არჩილ კიკნაძის სახლი გაქურდეს. მძინარე სახლის მეპატრონეს 60 თუმანი მოჰპარეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იაგორის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლისინოვი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭრის ლისინოვის მაღაზია გაძარცვეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე არხიპოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ აკულოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სონნიკოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ გერიე მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ნ. ბაქრაძისა იყო ერთადერთი ქართველი ქალი, რომელიც მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა და ისტორიის შესახებ პროფესორ ვლადიმერ გერიეს ლექციებს ისმენდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე გურიის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი ღარიბი აზნაურის შვილი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. კობიაშვილი პროკურორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი წერდა არზებს, თხოვნებს, აპელაციებს და სხვ.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ბიძინას ასული ერისთავის ძმა მიხეილ ერისთავი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ იოსებ ცისკარიშვილის ფელეტონი „ერთი აბაზი ვალი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე თავადი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლაი იასონის ძე მალაფეევი ქუთაისის გუბრენატორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი თბილისში სინოდის კანტორაში საქმეების მოსაწესრიგებლად წავიდა და იქიდან ისე გამოაძევეს, რომ არც კი ჰკითხეს, რა მიზნით იყო ჩასული. ეს ყველაფერი ანტონ და დავით დუმბაძეების დამსახურებით მოხდა, რადგან მათ იორაიშვილზე სინოდში გაგზავნეს საჩივარი, რომელშიც იგი უზნეო ადამიანად ჰყავდათ მოხსენიებული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეები გურიის საეპისკოპოსო კანცელარიიდან სვიმონ იორაიშვილის გაძევებას ცდილობდნენ. მას სამსახურში ბევრი კონფლიქტური სიტუაცია შეუქმნეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეები მუდმივად ცდილობდნენ სვიმონ იორაიშვილისთვის პრობლემები შეექმნათ.