რეგისტრირებული ფაქტები81403
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 ივნისის კრებაზე 11 სხვადასხვა დაწესებულება და კერძო პირი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაჰპირდა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის თანხას გაიღებდნენ, თუმცა 31 აგვისტოს მხოლოდ 5 მათგანიღა იყო თანახმა.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 1-ელი სექტემბრისათვის თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში სწავლობდნენ: რაფაელ მიხეილის ძე ხუციევი, ტაისია რომანის ასული შუმაკოვა, ევტიხი ნიკიფორეს ძე ჩერნიავსკი, კონსტანტინე ფილიპეს ძე იანოვიჩი, იოსებ ერმილეს ძე ჩიმაკაძე, არჩილ აბრაამის ძე ასათიანი, კონსტანტინე ალექსის ძე ბერძენიშვილი, ლეონტი ორაგველიძე, ვასილ კატანინი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძეს 40 მანეთი გადაუხადა.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის პირველი სექტემბრისათვის თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში სწავლობდნენ: ვსევოლოდ ბანცელოვიჩი, ხაიმ იაკობის ძე ბუკოვსკი, ევგენი თევდორეს ძე ეგოროვი, ვასილ ალექსის ძე კოღუაშვილი, მიხეილ ივანეს ძე მანტკავა, თამარა იაკობის ასული ნოვაკი, რუბენ სტეფანეს ძე ტერ-ისრაელიანცი, მიხეილ დავითის ძე ციმაკურიძე, იაკობ იაკობის ძე ცერცვაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ლაბაურს 42 მანეთი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ნინო ბეჟანის ასულმა ყიფიანმა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ დაასახელეს ის დაწესებულებები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის ფონდს ფინანსურად ეხმარებოდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დიმიტრი ნაკაშიძის გარდაცვალების გამო ტელეგრაფით გაგზავნილ ცნობაში 1.70 მანეთი გადაიხადა.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 1-ლი სექტემბრისათვის თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში სწავლობდნენ: მირიან ნიკოლოზის ძე ჟღენტი, გაიანე პეტრეს ასული კილაძე, პეტრე სერგოს ძე მაკიევი, იაკობ თედორეს ძე მოლინი, ივანე ივანეს ძე ლებეცკინი, გიორგი პლატონის ძე ნებიერიძე, ივანე ვასილის ძე პეტროვი, ივანე ლუდვიგის ძე რეხი, ისრაელ ბარუხის ძე რაისნერი, ვ. ა. ხანდარიანი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს, 7 საათზე, იაკობ ღულაძის თავმჯდომარეობით გაიხსნა სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრება, რომელზეც განიხილეს ილია ჭავჭავაძის ფონდის მდგომარეობა და ილიას ძეგლის დადგმის საკითხი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ფონდის საკითხი, რომლის თანხაც შეადგენდა 10818 მანეთსა და 79 კაპიკს. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წინადადებით, ეს თანხა ხელუხლებლად უნდა დარჩენილიყო, ხოლო სარგებელი მოხმარებოდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის დაარსებასა და მწერლის პუბლიცისტური, კრიტიკული და ისტორიული ნაშრომების გამოცემას.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში ნადეჟდა დიმიტრის ასულმა ივანოვმა გახსნა კერძო რუსულენოვანი გიმნაზია, რომელშიც პედაგოგებად მუშაობდნენ: ნინა გერასიმეს ასული ალავერდოვა (რუსული ენა, ისტორია, გეოგრაფია), პ. კ. რეეზე (გერმანული ენა), ნინა სებასტიანოვი (ფრანგული ენა), ელენე გერასიმეს ასული ბორისოვა და ოლღა სიმონის ასული ბარქაია (საანბანო განყოფილება).
1919
ტიპი: განათლება
1918-19 სასწავლო წლის დასაწყისში განათლების სამინისტროს განცხადებით მიმართა და ქუთაისის ხოჯევანოვის სახელობის გიმნაზიაში პროგიმნაზიული კლასების ფრანგული ენის პედაგოგის ადგილს ითხოვდა მოსკოვის ტიხომიროვის სახ. უმაღლესი პედაგოგიური კურსების მსმენელი და მოსკოვის ქალთა გიმნაზიის თანამშრომელი ევგენია ექვთიმეს ასული გრიგალაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიასნიკოვს საკანცელარიო ხარჯისთვის 8.20 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გიორგი გუნდიევს სურათებისთვის, მაუდისა და ქიშმირისთვის 4.75 მანეთი გადაუხადა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თონეთის მასწავლებელს ჯამაგირი 40 მანეთი გადაეცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად აკაკი როსტომის ძე წერეთელს ჯამაგირად გადაეცა 150 მანეთი, ხოლო „ჩემი თავგადასავლისთვის“ – 200 მანეთი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარისთვის“ 390 მანეთი გადაეცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და ივანე გიორგის ძე რატიშვილმა განიხილეს ახალციხის დეკანოზ დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილის თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და ივანე გიორგის ძე რატიშვილმა ისაუბრეს ესტატე გიორგის ძე ლომიძის მოხსენებაზე რეხის სკოლის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა.