რეგისტრირებული ფაქტები87041
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ კავკასიის ფრინველების შესახებ კვლევებში ბევრი შეცდომაც იყო, რადგან მკვლევრები პირველ რიგში საქმის მოყვარული ადამიანები იყვნენ და არა მეცნიერები. ამდენად, არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი გადაცდომები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე ხალხის ყურადღება მიიქცია. სწორედ მის გამო შეიკრიბა უამრავი ადამიანი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომას დაესწრო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 1-ლი მაისიდან თბილისის საადგილმამულო ბანკი ცლიდა თავის ოფისს, რომელიც სოლოლაკის ქუჩაზე კ. გრუზინსკის სახლში მდებარეობდა. სახლის ქირაობის ახალი მსურველები ბანკის გამგეობაში უნდა მისულიყვნენ პირველის ნახევრიდან ორის ნახევრამდე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყაზაროვის ფურნეში აღმოაჩინეს 7 თვის უმად გამომცხვარი პური, რომელიც ნავთლუღის მოხუცთა თავშესაფარში იყო გაგზავნილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი თბილისში სტუმრად იმყოფებოდა.

