რეგისტრირებული ფაქტები89045
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძეს სურდა ეშუამდგომლა საქართველოს ეგზარქოსთან, რათა ნეკრესის ეკლესიის შესასვლელში დაედგათ სამი-ოთხი დიდი შანდალი, რომ მლოცველებს კედელზე აღარ დაენთოთ სანთლები და მხატვრობა არ განადგურებულიყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძემ პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის დავალებით ნეკრესის მონასტერი დაათვალიერა და მოეწონა მხატვრობა, რომელიც სანთლით იყო შემურული. მონასტერში არ იყო შანდლები, რის გამოც მლოცველები იძულებულები იყვნენ კედლებზე აენთოთ სანთლები, რისგანაც მხატვრობა ზიანდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძე პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის დავალებით ივნისსა და ივლისში ჭერამში, გრემში, ფსიტის ციხეში, ენისელში, ყვარელსა და ნეკრესის მონასტერში იმყოფებოდა არქეოლოგიური კვლევებისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძე პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის დავალებით კახეთში იმყოფებოდა არქეოლოგიური კვლევებისთვის.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძე იყო პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის წევრი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აგვისტოს მიხეილ გურეცკის სახლი გაქურდეს და მოიპარეს 86 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 აგვისტოს დილის 4 საათზე დიდზურაბოვის სახლიდან გაიტანეს 210 მანეთი და 70 მანეთის ღირებულების ოქროს საათი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 აგვისტოს ახუთის სკოლის მასწავლებელმა, დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29 აპრილის გადაწყვეტილების (N31) თანახმად გაგზავნილი 12 მანეთის ღირებულების წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე იყო ქუთაისის კერძო სასწავლებლის მმართველი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე სამხედრო პირი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში კერძო სასწავლებელს ფლობდა ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა.

