რეგისტრირებული ფაქტები81393
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თბილისში 6 თებერვლამდე დარჩენის თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ. გამგეობამ მას უარი განუცხადა და მოუწოდა, მალევე დაბრუნებულიყო სკოლაში თავისი მოვალეობის შესასრულებლად.
1898
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომაზე განაცხადეს, რომ კანცელარიაში 1898 წლის 23 იანვარს მიიღეს დაბეჭდილი კონვერტი შემდეგი წარწერით: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმორჩილესად სთხოვს ელისაბედ ნიკოლოზის ასული ყაზბეგი, რომ კეთილი ინებოს და ეს წერილი მისი გარდაცვალების შემდეგ გახსნას. გამგეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რომ შეესრულებინათ ელისაბედ ყაზბეგის თხოვნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი. გამგეობამ თიანეთის, ხელთუბნის, ბათუმის, წინარეხის სკოლებისთვის და ახალციხისს და უდეს ბიბლიოთეკისთვის გაგზავნილ ჟურნალ „ჯეჯილში“ გადაიხადა 29 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე ანნა იოსელიანმა დააბრუნა საზოგადოების წიგნსაცავიდან წაღებული ხელნაწერი კარაბადინი და სთხოვა გამგეობას, ეთხოვებინათ კარაბადინის ახალი ხელნაწერები. გამგეობამ პლატონ იოსელიანის ქვრივ ანნა იოსელიანს თანხმობა განუცხადა და 2 თვის ვადით ათხოვა კარაბადინის სხვა ხელნაწერები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ანასტასია წერეთლისა და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის 1897 წლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დავთარში ჩაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ კეთილარის მღვდელმა ფირცხალავამ, რომ დახმარებოდნენ მის მიერ დაარსებულ სამრევლო სკოლას სასწავლო ნივთებით. გამგეობამ იაკობ გოგებაშვილის თანხმობით კეთილარის სამრევლო სკოლას გაუგზავნა სასკოლო წიგნები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, მიეწერათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოსთვის, ეცნობებინათ გამგეობისთვის შეასრულეს თუ არა გამგეობის მინდობილობა სენაკის სკოლის საქმის შესახებ და ასევე, პასუხი გაეცათ იმ წერილების შესახებ, რომელიც გაეგზავნათ მათ ამას წინათ კომიტეტის წევრობის მსურველთა შესახებ. გამგეობამ დ. კარიჭაშვილის მოსაზრება გაითვალისწინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 32 მანეთი და ასევე განაცხადეს, რომ შეშის საყიდლად გადაიხადეს 10 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ანასტასია წერეთლისა, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე ოლღა მესხიევმა, ელისაბედ ყაზბეგმა და სოფიო ლომოურმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები. საზოგადოების სასარგებლოდ შეგროვებულმა თანხამ სულ შეადგინა 30 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს გიორგი იოსელიანის მიერ შედგენილი „ვეფხისტყაოსანი, ნაამბობი მოზრდილი ყმაწვილებისთვის“, რომლის განხილვა და თავისი აზრის მოხსენება გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე გრიგოლ ტატიშვილმა გამგეობას სთხოვა, დაპირებისამებრ, მისგან შეესყიდათ 200 ცალი ქართული ანბანი, თითო 10 შაურად. გამგეობამ განაცხადა, რომ შეისყიდიდნენ ტატიშვილისგან 50 ცალ ქართულ ანბანს, იმ პირობით, თუ თოთოეულს დაუთმობდა 3 აბაზად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე მიიღეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსანდრე გარსევანიშვილის მიერ გამოგზავნილი პედაგოგების რჩევის პროტოკოლები, რომლებიც გამგეობამ განსახილველად კომისიას გადასცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ცხინვალის ქალთა ორკლასიანი სკოლის პედაგოგმა მარიამ ხიმშიევმა, რომ სკოლის ღარიბი მოსწავლეებისათვის გაეგზავნათ რამდენიმე ცალი „ბუნების კარი“, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე წარმოადგინეს ახალციხის სახალხო წიგნსაცავის ანგარიში, რომლის თაობაზეც გამგეობამ კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ მადლობა უნდა გამოეცხადებინათ წიგნსაცავის თანამშრომლებისათვის.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ სხდომაზე გრიგოლ ვოლსკიმ წარმოადგინა ბათუმის სკოლის შენობაზე დახარჯული თანხის ანგარიში. გამგეობამ სკოლას მოსთხოვა, ხარჯების დაწვრილებითი ანგარიში აპრილის დასაწყისამდე წარმოედგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 26 აგვისტოს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომაზე ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილმა გამგეობას სთხოვა, შინ წასაღებად ეთხოვებინათ შემდეგი ხელნაწერები: რიტორიკა, ლოგიკა, იოანე ფილოსოფოსის ნაწერები, არისტოტელეს კატეგორიები, ფიზიკა და პლატონის წიგნი. გამგეობამ დაადგინა, ანდრონიკაშვილისთვის ეთხოვებინათ მხოლოდ რიტორიკის, ლოგიკისა და კატეგორიების ხელნაწერები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეორე სხდომა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ თომა მთავრიშვილმა უარი განაცხადა სენაკის სკოლის ინსპექტორობაზე, რის შემდეგაც გამგეობამ სენაკის სკოლაში მოახდინა ცვლილებები: 1) მასწავლებელი ისიდორე რამიშვილი გადაიყვანა ბათუმის სკოლაში უფროს მასწავლებლად, ხოლო მიხეილ შარაშიძე სენაკის სკოლაში, 2) ბათუმის სკოლაში დანიშნეს ტერენტი წერეთელი და 3) სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს დაავალეს საზოგადოებისთვის წარმოედგინა სკოლის ანგარიში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ და დავით კარიჭაშვილმა სენაკის სკოლის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობამ დაადგინა, რომ იაკობ გოგებაშვილს უნდა შეედგინა სენაკის სკოლისთვის ახალი სასწავლო გეგმა, ასევე სკოლის ინსპექტორი ყიფიანისთვის უნდა მიეწერათ, რომ გამგეობისგან სკოლის შესამოწმებლად გაიგზავნებოდა პიროვნება და სკოლაში უნდა დაარსებულიყო კომიტეტი. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს და ალექსანდრე გარსევანიშვილს მიანდო სენაკის სკოლის ინსპექტორის დავთრების შემოწმება, ხოლო სკოლისთვის ინსტრუქციის შედგენა ნიკოლოზ ცხვედაძეს და ნიკოლოზ მთვარელიშვილს დაევალათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის პედაგოგმა თომა კევლიშვილმა, რომ ვალად გადაეცათ მისთვის სრული ჯამაგირი უკან დაბრუნების პირობით. გამგეობამ დაადგინა, რომ ყოველ თვე ვალად მიეცათ წინარეხის სკოლის პედაგოგისთვის 10 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომაზე დაადგინეს, დავით კარიჭაშვილისთვის გადაეცათ გასული წლის მოგების 15%, 226 მანეთის ოდენობით, მდივნის თანაშემწე ალექსანდრე ჭყონიასთვის – 151 მანეთი და იაკობ გოგებაშვილისთვის რვეულების ანგარიშში – 66 მანეთი.