საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90446

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის მაისის მონაცემებით სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილს სამხედრო სკოლა ჰქონდა დამთავრებული.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის მაისის ცნობით, სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილი დუშეთის მაზრაში მოქმედი შეიარაღებული რაზმის წევრი იყო.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 32 წლის ელიზბარ გულისაშვილი დახვრიტა.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის ცნობით, ელიზბარ გულისაშვილი ყოფილი აზნაური იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისის ცნობით, ელიზბარ გულისაშვილი პოლკოვნიკი იყო.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის მაისის ცნობით, ელიზბარ გულისაშვილს სამხედრო სკოლა ჰქონდა დამთავრებული.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის მაისში ელიზბარ გულისაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მაისში ელიზბარ გულისაშვილი წითელი არმიის სამხედრო კომისარიატში მუშაობისას ქაქუცა ჩოლოყაშვილს საიდუმლო ცნობებს აწვდიდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ელიზბარ გულისაშვილი წითელ არმიაში მსახურობდა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 29 წლის დიმიტრი ჩრდილელი დახვრიტა.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისში დახვრეტილთა ოფიციალური სიის თანახმად, დიმიტრი ჩრდილელი იყო ყოფილი აზნაური.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის მაისის ცნობით, დიმიტრი ჩრდილელი იყო კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისში დიმიტრი ჩრდილელი იყო წითელი არმიის საარტილერიო დივიზიის უფროსი.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მაისში დიმიტრი ჩრდილელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 41 წლის ალექსანდრე მაჭავარიანი დახვრიტა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისის ცნობით ალექსანდრე მაჭავარიანი მეფის რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისში ალექსანდრე მაჭავარიანი ქართული წითელი არმიის დივიზიის პირველი პოლკის უფროსის თანაშემწე იყო.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის მაისში ალექსანდრე მაჭავარიანი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ამბოხების პერიოდში ალექსანდრე მაჭავარიანი წითელ არმიაში მსახურობდა და ამ დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის განკარგულებები გადასცა საექსპედიციო რაზმის შტაბის უფროსს როსტომ მუსხელიშვილს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 27 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით შემდეგი სხდომა დაინიშნა 3 მაისს, 3 საათზე.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 23, 24, 25, 26 და 27 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომებზე განიხილეს წიგნის მაღაზიის შემოსავლების დავთარი და შეადარეს ნავაჭრ თანხას.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 21 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის განხილვის საგანი იყო 1922 წელს საზოგადოების გამოცემული წიგნების ანგარიში. კომისიამ დაადგინა, 23 აპრილს, 12 საათზე, მოეწვია მორიგი სხდომა ანგარიშის განსახილველად, რომელსაც ყველა წევრი დაესწრებოდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.