საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88410

1907

ტიპი: ღონისძიება

ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვის 1907 წლის 2 ნოემბრის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნაწილ-ნაწილ გადაიხადა გაწეული მომსახურების ღირებულება – 121 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ვოლსკიმ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ბათუმის სკოლის კომიტეტს სურდა მეორე მასწავლებლისთვის აეშენებინა სახლი, რომლის საფასური 1700 მანეთს შეადგენდა, ასევე პედაგოგებისთვის მოემატებინა ხელფასი. თანხის დაფარვას კი გამგეობას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მისგან სესხად აიღებდნენ 1700 მანეთს. გამგეობამ განაცხადა, რომ სკოლის ეზოში ორი სახლობის ცხოვრება მისაღები არ იყო, რადგან დროთა განმავლობაში პრობლემები შეიქმნებოდა, რაც შეეხება ხელფასების მატებას: უსახსრობის გამო გამგეობამ სკოლის სამზრუნელოს დაავალა წყაროს მოძიება.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ეგნატე ზაქარიას ძე გედევანიშვილი ბათუმის ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 აგვისტოს ილია რუხაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას რუსეთის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მარდანოვი თბილისის სახაზინო პალატის განყოფილებათა უფროსი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ივნისს ნატალია ფარნაოზის ასულმა ჟორდანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვის მედიკურ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 ივნისს მარიამ გიორგის ასულმა პარკაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის დედათა კურსების საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნატალია ფარნაოზის ასული ჟორდანია ვერის სამოქალაქო პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ტერ-მიხაილოვი ახალციხის ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 ივნისს კახის მოსახლე ნიკოლოზ ზაქარიას ძე ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სარაჯიშვილის ან ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ალისუბნის სკოლის სამკითხველოს 5 მანეთის ქართულენოვანი წიგნები უსასყიდლოდ გადასცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, 2 ივლისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ მას შემწეობის სახით 5000 მანეთი გადასცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 თებერვლის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად გადაცემული თანხიდან 1445 მანეთი და 95 კაპიკი დარჩა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, დაბა ზესტაფონის წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის მიეწერათ, რომ თუ 25 მან. წარმოადგენდა, გამგეობა აპატიებდა დანარჩენ ფულს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში დაბა ზესტაფონის წიგნსაცავ-სამკითხველო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ეპატიებინათ დარჩენილი ვალი 49 მან. 80 კაპ. თხოვნა განიხილეს გამგეობის სხდომაზე, ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე ნიკო ცხვედაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ ეშუამდგომლათ კავკავის ეპისკოპოს ვლადიმერთან, რათა სკოლის მღვდლად და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ნათაძე, რომელიც გორის ეპისკოპოსის ლეონიდეს რეკომენდაციით აირჩიეს. გამგეობამ ტიტე კახიძის თხოვნა დააკმაყოფილა და ეს საკითხი აცნობა თერგის ოქლის სახალხო სკოლათა დირექტორს.

1907

ტიპი: მფლობელობა

1907-1910 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებების მიხედვით, ანჯელო კარლოს ძე ანდრეოლეტის ფირმა დამკვეთებს სთავაზობდა სხვადასხვა დანიშნულების უცხოური ფერადი მარმარილოსა და კავკასიური ქვის მრავალფეროვან არჩევანს. ასევე, ნებისმიერი სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოს შესრულებას როგორც ხელით, ისე – მექანიკური საშუალებით; სატიტულო ფურცელზე ჩამოთვლილი იყო რუსეთსა და უცხოეთში გამოფენებზე მიღებული ჯილდოები და მითითებული ჰქონდა მისამართი: თბილისი, მიხაილოვის გამზირი, N 79, საკუთარი სახლი, ტელეფონი: N 539.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთა ხელთუბნის სკოლის მზრუნველმა ანასტასია წერეთელმა, რომ სკოლისთვის ხელსაქმის მასალების შესაძენად გადაედოთ ერთი თუმანი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ გააკეთა მოხსენება, რომ წიგნის არჩევისა და ბეჭდვის კომისიისთვის გადასამოწმებლად უნდა გადაეცათ ხელნაწერი „ხე და მისი ცხოვრება“, რომლის შესწავლის შემდეგ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ესაჭიროებოდა თუ არა ხელნაწერს გასწორება. გამგეობამ დააკმაყოფილა ნიკოლოზ ცხვედაძის მოთხოვნა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 25 სექტემბერს კოტე მესხმა სამსონ ფირცხალავას ბაქოდან შეატყობინა, რომ ქალაქის ქართული თეატრალური საზოგადოება 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ხსოვნის პატივსაცემად დიდი საღამოს გამართვას აპირებდა, რისთვისაც მას ილიას თხზულებათა თარგმანები სჭირდებოდა ნებისმიერ ენაზე, რადგან ღონისძიებაში სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც მიიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ აცნობა გამგეობას, რომ მომავალი წლის 22 ოქტომბერს გაიმართებოდა წინარეხის სკოლის ახალი შენობის კურთხევა და აუცილებელი იყო გამგეობის ერთ-ერთი წევრის დასწრება. გამგეობამ ივანე რატიშვილს სთხოვა საზოგადოების სახელით დასწრებოდა ღონისძიებას.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს მღვდელმა ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით მიმართა, რომ საჭირო იყო, გამგეობას ეზრუნა კომისიის შექმნაზე, რომელიც სამღვდელოებას დაეხმარებოდა ილია ჭავჭავაძის ფონდის გაძლიერებაში.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში მღვდელი ლ. ნათიძე გაზეთ „ისრის" რედაქციას უგზავნის ილიას ფონდისთვის შეგროვებულ 38 მანეთსა და შემომწირველთა სიას: დავ. დათეშიძე – 10 მან., ამბაკო გაფრინდაშვილი – 5 მან., ალ. კოვლელაშვილი – 5 მან., მ. მირიანაშვილი – 3 მან., სიკო ახმეტელაშვილი – 2 მან., ი. ჯანელიძე – 2 მან., მღვდელი ლ. ნათიძე – 5 მან., ტრანკვალევსკი – 1 მან., მ. ტრაშაძე – 1 მან., პ. კიკვაძე – 1 მან.