საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წელს მიხეილ ერისთავმა სოფელ კარალეთში საგვარეულო მიწას ნაყიდი მიუმატა და მეურნეობა დაიწყო. გააშენა 14 დესეტინა ხეხილი, მოაშენა საქონელი და ფრინველი, ინგლისიდან ღორები გამოიწერა, ახალი წესით მოაშენა ფუტკრის სკა, გააუმჯობესა პურისა და ბალახის მოყვანა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს მიხეილ ერისთავმა სამეურნეო განათლება მიიღო.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი ოპერეტა-ვოდევილი „ბიძიასთან გამოხუმრება“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის „ზღაპარი ყმაწვილებისათვის“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის პიესა „ერთი უბედურთაგანი“ დასასრული.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს, თბილისის ახალი თეატრის მშენებლობის დროს, პავლე შტერნი არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მოადგილე იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს გიორგი საძაგლიშვილმა კიევის სასულიერო აკადემია დაამთავრა და ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოადგილედ დაიწყო მუშაობა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1886 წლებში ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე იყო.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „მესტვირული“ გამოქვეყნდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ვის ნათესსა ვმკით?“

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ მესამე ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს ჟურნალის „ფალანგა“ №6-ში დაიბეჭდა ოსკარ შმერლინგის კარიკატურა „ქართული ჟურნალისტიკის ძიძა“, რომლის ცენტრში გამოსახული იყო ილია ჭავჭავაძე ხელში ორი „ბავშვით“ – სერგეი მესხითა და ივანე მაჩაბლით.

1880

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძე შეხვდა მასწავლებლებს, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ კირილე იანოვსკის განზრახვით – საქართველოში პირველი კლასიდანვე დაეწყოთ რუსულის სწავლება.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს მარიამ ამილახვარმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა და ფულის სესხება სთხოვა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს ლევ ნიკოლოზის ძე მოძალევსკი კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის იანვარში დავით ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს მამამისის, გიორგი ერისთავისთვის მიხეილ ვორონცოვის მეუღლის, ელისაბედ ბრონიცკაია-ვორონცოვას 1850 წელს მიწერილი ბარათი გადასცა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-93 წლებში იოანე დავითის ძე ჩიხლაძე სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1883 წლებში თეოფანე გიორგის ძე ასათიანი მე­ო­რე ტო­ლის წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1902 წლებში ბესარიონ ოქროპირის ძე ნადირაძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-87 წლებში ირაკლი ანტონის ძე აბაშიძე სოფ. დარკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1902 წლებში ალექსანდრე ფირანის ძე ნემსაძე სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს გაზეთში „დროება“ დაიბეჭდა ანასტასია თუმანიშვილის ფრანგული და რუსული ენებიდან ნათარგმნი პატარ-პატარა თხზულებანი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ანასტასია თუმანიშვილის სამი მოთხრობა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს ანასტასია თუმანიშვილი მუშაობდა გაზეთში „დროება“.