საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90453

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტსა და აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებლის, თამარ ჯარიაშვილის ხელფასი 8 000 000 მანეთი იყო, ივლისში – 55 935 000, აგვისტოში კი – 96 497 000 მან.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტსა და აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე – იასონ ლორთქიფანიძე) თანამშრომლებს ხელფასიდან 2% საწევრო გადასახადისთვის ექვითებოდათ.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტსა და აპრილში ბიბლიოთეკრის მოადგილე ელენე კარიჭაშვილის ხელფასი 5 000 000 მანეთი იყო, ივლისში – 41 951 000, აგვისტოში კი – 72 371 000 მან.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტსა და აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბუღალტრის, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის ხელფასი 14 000 000 მანეთი იყო, ივლისში – 89 496 000, აგვისტოში კი – 154 395 000 მან.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტსა და აპრილში ბიბლიოთეკარ ოლღა დემურიშვილის ხელფასი 3 800 000 მანეთი იყო, ივლისში – 33 561 000, აგვისტოში კი – 57 898 000 მან.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტსა და აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივნის, ვარლამ ბურჯანაძის თვიური ხელფასი 10 000 000 მანეთი იყო, ივლისში – 55 935 000, აგვისტოში – 96 497 000 მან.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტში ბოლშევიკებმა ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის მარტში ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ბოლშევიკებმა სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის მარტში როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი ბოლშევიკებმა სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტში დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი ბოლშევიკებმა სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტში ბოლშევიკებმა როსტომ გრიგოლის ძე წერეთელი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის გაზაფხულზე პეტრე დოლიძე თბილისში დაატუსაღეს, ერთი თვე იჯდა ჩეკას სარდაფში, შემდეგ კი მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. იმ დროს გამართა ახალგაზრდა მარქსისტთა სალიკვიდაციო კონფერენცია და მას დაავალეს კონფერენციაზე გამოსვლა ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის თებერვალში ბოლშევიკ ობოლაძის მოკვლის შემდეგ გურიაში რეპრესიები დაიწყო და გიორგი სალუქვაძეს დაპატიმრების საფრთხე დაემუქრა. იგი იძულებული გახდა, არალეგალურ საქმიანობაზე გადასულიყო და პარტიული მუშაობა გაეაქტიურებინა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის თებერვალში პეტრე ბახტურიძე მასწავლებლად დაინიშნა ქუთაისის აგრონომიულ ტექნიკუმში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 25 იანვარს ახალციხის პოლიტბიურომ გიორგი ოთხმეზური დააპატიმრა. 24-25 იანვრის ღამეს მოროზოვის ბრძანებით ოთხმეზურის გარდა 18 ადამიანი დაიჭირეს და კიდევ 8 პირის დაჭერას გეგმავდნენ.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი დავითის ძე ოთხმეზური 1923 წლის 25 იანვრამდე, მის დაკავებამდე ახალციხეში ცხოვრობდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია ესწრებოდნენ.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით საზოგადოების ვექილს, პეტრე ივანეს ძე ქავთარაძეს, დამატებით ერთი კვირა მიეცა მთავრობის ვალის განაღდების საკითხის მოსაგვარებლად.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 24 იანვარს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე 1922 წლის 15 ნოემბრიდან პირველ იანვრამდე შედგენილი საზოგადოების ოქმები წაიკითხეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 20 იანვარს არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში (შრომის ქუჩა N83), დააკავეს და ბრალად დასდეს ანტისაბჭოთა საქმიანობა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 17 იანვარს რუსთაველის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 15 წლის საიუბილეო საღამო.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 16 იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ნიკოლაი ბუხარინმა ახალგაზრდობას მიმართა და განათლების უპირატრესობაზე ისაუბრა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 16 იანვრს გაზეთ „კომუნისტში“ ს. ნოვიკოვი წერდა, ლენინმა კომინტერნის მეოთხე კონგრესზე სწავლების საკითხი ინტერნაციონალური მასშტაბით დააყენა.

1923

ტიპი: ავტორობა

პროვინციული კომუნისტური უნივერსიტეტები (ხარკოვის, ციმბირის, ყაზანის, სარატოვის ეკატერინბურგის და ტაშკენტის) 1921-22 წლებში საბჭოთა პარტიული სკოლებისგან დაარსდნენ.

1923

ტიპი: ავტორობა

პროვინციალური კომუნისტური უნივერსიტეტები არსებობენ, მუშაობენ, ვითარდებიან. მათ აქვთ საკუთარი სალექტორო და ძირითადი ფაკულტეტები 2-8 წლიანი კურსით და 2-5 ასეული სტუდენტით.