რეგისტრირებული ფაქტები90108
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 სექტემბერს დანიშნული იყო მომრიგებელი სასამართლოს პროცესი, სადაც უნდა განეხილათ გაზეთ „დროების“ კორესპონდენტის ქაიხოსრო გელოვანისა და რედაქტორის ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ რაჭის ბოქაულისთვის ალექსანდრე წულუკიძისთვის ცილისწამების საკითხი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი და კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ სათამაშოდ მოიწვიეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანს როლები შესრულებული ჰქონდა შემდეგ პიესებში: „ხათაბალა“, „ბიძიასთან გამოხმაურება“, „პარიჟელი ბიჭი“, „ჟან-ბოდრი“, „გაყრა“, „ბაიყუში“ და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 სექტემბრიდან სომხების დრამატული დასი თბილისში წარმოდგენების გამართვას იწყებდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მსახიობები – ექიმიანი, ვირგინი კარაკაშიანი და ადამიანი, სტამბოლიდან მოწვეულები – საათინიკ ჩმშკიანი, ავალიანი, ტერ-დავითანი და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბერს სოფელ ქარელში გამართულ ქართულ წარმოდგენაზე მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს მსახიობებმა ს. და ლევან ციციშვილებმა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის საქალაქო საბჭოს სხდომაზე განიხილავდნენ გუბერნატორის წინადადებას საგუბერნიო ექიმ გლავაცკისთვის სახელმწიფო ქონებიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გლავაცკი საგუბერნიო ექიმი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გეგმავდა ფრიდრიხ შილერისა და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს თხზულებები გერმანულიდან გადმოეთარგმნა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გეგმავდა უილიამ შექსპირის უმთავრესი ტრაგედიები ეთარგმნა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობამ ივანე ივანეს ძე კერესელიძეს უფლება მისცა კვირაში ორჯერ გამოეცა სამეურნეო გაზეთი „ცისკარი“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში ერთმოქმედებიან ვოდევილს „ცელქებს“ წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში კარლო გოლდონის სამმოქმედებიან კომედიას „როგორც ჰქუხს – ისე არა სწვიმს“ წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე და სხვ.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძისა სასამართლოს გადაწყვეტილებით ციმბირის ახლომახლოს საცხოვრებლად უნდა გაეგზავნათ და ყველანაირი უფლება ჩამოერთმიათ.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძეს 16 000 მანეთზე მეტი სახაზინო ფულის გაფლანგვა ბრალდებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძისა ქუთაისის სახელმწიფო სახაზინოს ხაზინადარი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ორბელიანის ლექსები გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის სტამბაში დაიბეჭდა და მალე გასაყიდად გამოვიდოდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი თბილისში სტამბას ფლობდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე მაჭავარიანი თოფის ქურდობისთვის დააპატიმეს.

