რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 15 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ სოფელ უხუთში მოკლეს ყაჩაღ-ავაზაკთა მეთაური მიხა ჯიქია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 8 აპრილის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, ინჟინერი ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძე დაინიშნოს მიწათმოქმედების, გზათა და შრომის სამინისტროს გზათა დეპარტამენტის დირექტორად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 15 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის კონსერვატორიის კოლეგიამ მუსიკალურ-პედაგოგიურ ასპარეზზე 25 წლის მოღვაწეობისთვის პროფესორის ხარისხი უბოძა კონსერვატორიის ინსპექტორს, ზაქარია ფალიაშვილს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 28 მარტის „ერთობაში“ დაბეჭდილ პოდპორუჩიკ დომენტი დ. შარაშიძის წერილში „თავდაცვა გარეშე მტრისაგან“ ნათქვამია, რომ იგი 1905 წლიდან სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობდა, იყო მასწავლებელი გურიაში და თავიდანვე ბოლშევიკების ჯგუფს ეკუთვნოდა; 1915 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მაგრამ დღეს იდეური ბრძოლა აღარ არის და მოუწოდებს, შექმნან ერთიანი სოციალ-დემოკრატიული პარტია თავისუფლების შესანარჩუნებლად, დაიცვან საზღვრები ოსმალეთისგან.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 24 მარტის ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე სოციალ-დემოკრატმა ივანე ლორთქიფანიძემ გამოაცხადა, რომ ბოლშევიკებისა და მუსულმანების შეტაკების დროს ბაქოში ვერაგულად მოკლეს სეიმის წევრი, სოციალ-რევოლუციონერი ლ. ათაბეგიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 29 მარტს ქართული კლუბის დარბაზში ქართველ მსახიობთა დასს ეფემია მესხის მონაწილეობით უნდა წარმოედგინა ალექსანდრე სუმბათაშვილის ისტორიული დრამა „ღალატი“.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 10 მარტს, დილის 6 საათზე,სად. სადახლოში მოკლეს რკინიგზის მოსამსახურე აკაკი ჭელიძე.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 28 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ თავდაცვის შტაბის განკარგულებით შეიპყრეს ნიკ. კარაპეტოვი, რომელსაც ძარცვა-გლეჯაში მონაწილეობა ბრალდებოდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 11 მარტის „ერთობის“ ცნობით, თავდაცვის შტაბის განკარგულებით შეიპყრეს საეჭვო პირებად მიჩნეული პოდპორუჩიკი ლარიონოვი და ნიკოლოზ კანკავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის სასურსათო კომიტეტმა ნაძალადევში იპოვა შაქრის ყალბი ბარათები. მათ ბეჭდავდა ელიოზოვი, რომელსაც აღმოაჩნდა ლითოგრაფიული ქვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ მილიციელებისთვის დაარსებული სკოლის ხელმძღვანელი იყო პორუჩიკი მოგილევსკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში თვითმმართველობის მიერ დაწესებული ნიხრის დასაცავად დაინიშნა საუბნო კომისიები. თორმეტივე უბანში დაინიშნენ კომისრები: მალჩანოვი, შჩერბაკოვი, ბერეტაშვილი, ა. ნ. შილაკაძე, სადაგაშვილი, ზ. ცეცხლაძე, ს. ბზიავა, თალაკვაძე, აკოპიანცი, ზავაროვი, თევდორაშვილი და ბაგრამოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 მარტს „ერთობაში“ დაიბეჭდა ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძის კანონი დიდი მთავრის, ნიკოლოზ ჩხეიძის ბორჯომის მამულის კონფისკაციის შესახებ.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 22 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ სადგურ მუხიანში მომხდარი არეულობის შემდეგ ამავე სადგურის ტელეგრაფისტი ისიდორე კონონის ძე ვასაძე დაიკარგა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 21 თებერვალს თბილისის სადგურზე ჩამოასვენეს 18 თებერვლის პროვოკაციის მსხვერპლი სადგ. ნავთლუღის კომიტეტის და სამხედრო საბჭოს წევრი გრიგორი დოლიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ მოლითში ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თავმჯდომარის, ალექსანდრე ღიბრაძის ხელმძღვანეობით შეიქმნა მოხალისე რევოლუციონერთა რაზმი. კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე ღიბრაძე, ნიკოლოზ ცხადაძე და ვასო ყიფიანი. მათ მოხალისეთა რიცხვის გაზრდა და წესრიგის კონტროლი დაევალათ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 11 თებერვალს სადგურ ქობულეთში ქუთაისიდან მომავალ მატარებელში წესრიგის დამცველმა ნ. მგალობლიშვილმა არაყი აღმოაჩინა, შელაპარაკების ნიადაგზე არყის კონტრაბანდისტმა ის ადგილზე მოკლა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის თებერვალში ვლადიკავკაზში, სასტუმრო „ევროპაში“, ვერაგულად მოკლეს თბილისის საგუბერნიო გამგეობის წევრი, აგრონომი გიორგი დალაქიშვილი, რომელიც ამიერკავკასიისათვის პურის შესაძენად იყო გაგზავნილი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა-წერეთლისამ, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე იყო, განათლების სამინისტროს ქალთა გიმნაზიის ხელმძღვანელობაზე თავისი კანდიდატურის განახლება სთხოვა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს განათლების სამინისტროს მიმართეს და შესაფერის სამსახურს ითხოვდნენ შემდეგი პირები: მარიამ მიხეილის ასული თვაური, თბილისის საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული, ვერა გაბრიელის ასული ვასაძე, ლტოლვილი ოზურგეთის მაზრიდან, გრიგოლ ილიას ძე ორჯონიკიძე, თამარ ვასილის ასული ნადირაშვილი, ნინო იაკობის ასული ილინა, შალვა სილოვანის ძე ვადაჭკორია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროს პედაგოგის თანამდებობის დაკავების თხოვნით მიმართეს: ნეოლინა გიორგის ასულმა ჩეჩელაშვილმა, ლარისა ვიქტორის ასულმა მურაშკოვამ, ივანე იოთამის ძე გველესიანმა, მარიამ ბუტულაშვილ-ჭრელაშვილმა, ნატალია კვასხვაძემ, ეკატერინე ვასილის ასულმა კასრაძემ, მელანია მიხეილის ასულმა ბეგაშვილისამ და ვასილ პავლეს ძე ქუთათელაძემ.