საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85422

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 მარტის „დროების“ ცნობით, ლევან ჟღენტმა ასკანის სკოლის ბაღს სხვადასხვა ყვავილის ნერგი აჩუქა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე მაჭავარიანის სტატიის „ნაქალაქევის სამკურნალო თბილი წყაროები სამეგრელოში“ დასასრული.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, ჟიულ მურიემ „სიბრძნე სიცრუიდან“ რამდენიმე ზღაპარი ფრანგულ ენაზე თარგმნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, მიხეილ ნასიძემ ქართული ქრესტომათია შეადგინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილმა სამუელ სმაილსის თხზულება „თვითგანვითარება“ თარგმნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავი 7 მარტს არწრუნისეულ თეატრში ქართული ლიტერატურის შესახებ ლექციას წაიკითხავდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, ვლადიმერ გედევანიშვილი თავისუფალ დროს ცნობილ ადამიანთა ბიუსტებს ქმნიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ზაფხულში, ბარბარე ბარათაშვილის თიანეთის მამულში ქართული ჯარის ნაწილს მოათავსებდნენ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, პაპიტოვი თბილისის პირველ დაწყებით სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ ბათუმის სკოლის თანამშრომლებს ხელფასი გაუგზავნა, მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს 66. 66 მანეთი, ხოჯას – 20 და მოსამსახურეს – 10, სულ 96. 66 მანეთი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც გაგრძელდა გეორგ ებერსის რომანის – „ასული ფარაონისა“ ილიასეული თარგმანის ბეჭდვა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, რომელშიც გამოქვეყნდა ლექსი „გაზაფხული“, ნაწყვეტები „კაცია–ადამიანიდან?!“, „გლახის ნაამბობიდან“ და „განდეგილიდან“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მარტში ილია ჭავჭავაძე აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსი ვაჟის, ნიკოლოზ დადიანის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შემოწირული ქართული ხელნაწერების, ასევე მამისეული მდიდარი ბიბლიოთეკის აღწერა და თბილისში ჩამოტანა ევალებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ პეტრე ნაკაშიძეს შეატყობინა, რომ მის მიერ გაგზავნილი სტატია ჩასასწორებელი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში პეტრე ნაკაშიძემ ილია ჭავჭავაძეს ჟურნალ „ივერიაში“ დასაბეჭდად სტატია გაუგზავნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, რომელშიც გამოქვეყნდა ლექსი „გაზაფხული“, ნაწყვეტები „კაცია–ადამიანიდან?!“, „გლახის ნაამბობიდან“ და „განდეგილიდან“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, რომელშიც გამოქვეყნდა ლექსი „გაზაფხული“, ნაწყვეტები „კაცია–ადამიანიდან?!“, „გლახის ნაამბობიდან“ და „განდეგილიდან“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი მარტის „დროებაში“ პარმენ ცახელის ლექსი „ღამის სიმღერა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა სვიმონ ბაქრაძის განცხადება სოფელ სხვავის ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი მარტის „დროებაში“გიორგი ჩოჩიევი წერდა, რომ ოსეთში ყვავილის დაავადება გავრცელდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, გიორგი ჩოჩიევი პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ისტორიას, რომელიც დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით დაიბეჭდებოდა, წილოსნის მიერ შედგენილ რუკებს დაურთავდნენ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, წილოსანი ცნობილი კარტოგრაფი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მარტში ნიკოლოზ ბაქრაძემ მოითხოვა, რომ ალექსი ჭიჭინაძესა და ალექსი გიორგობიანს სხვავის ნათლისმცემლის მონასტრის მდგომარეობა შეეფასებინათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის პირველი მარტის „დროებაში“ სვიმონ ბაქრაძე აცხადებდა, რომ ნანია ჯაფარიძემ სხვავის ნათლისმცემლის მონასტერი აღდგენისა და გაუმჯობესების ნაცვლად დააზიანა.