საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89851

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე სულეიმან კაიკაციშვილმა გამგეობას მთელი წლისთვის ერთდროული დახმარება 8 მილიონი მანეთი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მისთვის სახელმწიფო ბანკით ყოველთვიურად მილიონი მანეთი გაეგზავნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილმა გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, გუნთაიშვილს 1-ელი ოქტომბრიდან სამი თვის მანძილზე თვეში 2 მილიონი მანეთით დახმარებოდა, სამი თვის შემდეგ კი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტდა დახმარების გაგრძელების საკითხს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნესტორ გელოვანმა გამგეობას რვეულების ყდებისთვის წარწერიანი ქაღალდი სთხოვა, სანაცვლოდ გამგეობას ცალხაზიანი რვეულები შესთავაზა, თითო 3 000 მანეთად. გამგეობამ გელოვანის წინადადება მიიღო და ამ საქმის მოგვარება გრიგოლ ბურჭულაძესა და ვასილ ედილაშვილს მიანდო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქართველოს მსახიობთა საბჭომ გამგეობას ალექსანდრა კარგარეთელისთვის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალული მეუღლის, ნიკოლოზ ქართველიშვილის საფლავის გვერდით დარჩენილი ადგილის მიცემა სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, რომ შეუძლებელი იყო ცოცხალი ადამიანისთვის პანთეონში დასამარხი ადგილი მიეცათ.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის ოქტომბრიდან მარტამდე ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე მეტალების ქუჩა N3-ში მდებარე მთავარი სამმართველოს სახელოსნოში მსახურობდა. 1922-1923 წლებში იგი თეატრ „ნაძალადევის“ სუფლიორი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 სექტემბერს ვლადიმერ ლენინი გორკში მიხეილ ოკუჯავას, ვლადიმერ დუმბაძეს, კ. მ. ცინცაძესა და ალექსანდრე მიასნიკოვს ესაუბრა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 23-24 სექტემბერს ვიაჩისლავ მოლოტოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილ კომისიის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 23-24 სექტემბერს სერგო ორჯონიკიძე რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კომისიის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 23 სექტემბერს ბუდუ მდივანი ავადმყოფობის გამო რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კომისიის სხდომას ვერ დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 23 სექტემბერს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კომისიის სხდომაზე ერთხმად მიიღეს იოსებ სტალინის რეზოლუციის პროექტი საბჭოთა რესპუბლიკების ავტონომიზაციის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 23-24 სექტემბერს იოსებ სტალინი რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილ კომისიის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 23 სექტემბერს კ. მ. ცინცაძე რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კომისიის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 სექტემბერს ვლადიმერ ლენინმა იოსებ სტალინს სთხოვა, ეცნობებინა, რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში როგორ წყდებოდა საბჭოთა რესპუბლიკების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ სახალხო კომისრის, სილიბისტრო თოდრიას განკარგულებით, ოლღა ჭავჭავაძეს შემწეობის სახით საგურამოს მამულის საოპერაციო ხარჯებიდან ყოველთვიურად მილიონნახევარი მანეთი დაენშნა.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 17 სექტემბერს 42 წლის გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დააპატიმრეს თბილისში, საკუთარ სახლში, ყვარლის ქ. N14-ში.

1922

ტიპი: თანამდებობა

ცეკავშირის თანამშრომელი გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დამამზადებელი განყოფილების გამგის მოადგილის თანამდებობას ასრულებდა, როდესაც დააკავეს. ამის გამო საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს ცეკავშირის თანამშრომლებმა მისწერეს წერილი პატიმრობიდან მისი განთავისუფლების შესახებ. ურუშაძეს არ ჰქონდა მოწმობა, რომელიც საზღვარგარეთ გასვლის უფლებას აძლევდა.

1922

ტიპი: პირადი ურთიერთობა

გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძეს ჰყავდა: მამა ქრისტეფორე, 80 წლის, მცხოვრები ლიხაურში; დედა ეკატერინე, 65 წლის, მცხოვრები ლიხაურში; ცოლი ოლგა, 37 წლის, მცხოვრები თბილისში, ყვარლის ქ. N14-ში; შვილი მადლენი, 14 წლის, მოსწავლე; ძმა ალბერტი, 27 წლის.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს დ. პ. სუხიშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს თევდორე ვასილის ძე კალანდაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას არ დაესწრო.