რეგისტრირებული ფაქტები93112
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ისიდორე გიორგის ძე გაბაევს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 87 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ სოლომონ ნიკოლოზის ძე ღულაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა მესხეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი, სარდაფით და 2346 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით დავით, ალექსანდრე, ანტონ, სიმონ, ნესტორ და ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძეები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლევან და პავლე ალექსანდრეს ძე თუმანოვებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ალექსანდრეს ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 252 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ზაქარია ანტონის ძე მირიანოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ადვოკატის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 70 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე და ლევან ალექსანდრეს ძე თუმანოვები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით დანიელ, ისხაკ, აბრამ და შაფათა ისრაელის ძე ხანანაშვილები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შამოელა და მანუახა შაფათას ძე ფიჩხაძეები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შამოელ, მიხაილ და რაფაელ ისხაკას ძე ბუზიაშვილები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იასე გიორგის ძე გურიელის ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებულ ოზურგეთში, ეკლესიის მახლობლად, მდებარე ორსართულიან სახლსა და 446 კვადრატულ საჟენ მიწას ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლევან და ივანე სიმონის ძე ბერეკაშვილებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კურსებში მდებარე 8 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, ეზო და ზვარი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე სტანისლავ ვეისენგოფმა დაწვრილებით გადმოსცა მადათოვის კუნძულების ისტორია, რომლის მიხედვითაც, ქალაქის საბჭოს შესაძლებლობა ჰქონდა პრეტენზია გამოეთქვა ზოგიერთი ადგილის კუთვნილების შესახებ. საბჭომ დანიშნა შესაბამისი კომისია, რომელიც შეისწავლიდა საქმეს და გაარკვევდა ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე სახის უფლება.
1888
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე პავლე იზმაილოვმა საქალაქო მამულების გაყიდვის საკითხი დააყენა. მან აღნიშნა, რომ მათი პირდაპირი მოვალეობა ხალხის ხელშეწყობა იყო და სჯობდა დაეწყოთ მამულების გაყიდვა და არ დალოდებოდნენ ფასების ზრდას. გარდა ამისა, ქალაქში შენობების მატება და ცარიელი ადგილების შევსება მათთვის დიდი მოგების მომტანი იქნებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ა. ივანენკომ ავლაბარსა და მთაწმინდაზე სკვერების მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა სკვერები მოეწყოთ კუკიაზე და ამისთვის იქ სხვა ბაღებისგან მოშორებით მდებარე ორი თავისუფალი მოედანი გამოეყენებინათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე პავლე იზმაილოვმა ავლაბარსა და მთაწმინდაზე სკვერების მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ საბჭოს სულ 300 თუმანი ჰქონდა ამ საქმისთვის გამოყოფილი, რითაც ფართის გასაზრდელად მირზოევისგან მამულის ყიდვას ვერ შეძლებდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ფრიდონოვმა განაცხადა, რომ ქალაქში მხოლოდ ერთი „ალექსანდრეს“ ბაღი არსებობდა, ამიტომ მოზარდი თაობისთვის ახალი სკვერების მოწყობა აუცილებელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ივანე სოლომონის ძე ყორღანოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ქუჩებში მცენარეების დარგვა, რადგან ქალაქს ძალიან აკლდა გამწვანება.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ივანე სოლომონის ძე ყორღანოვმა ავლაბარსა და მთაწმინდაზე სკვერების მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ სჯობდა კუკიაზე გაეშენებინათ სკვერი, რადგან მთაწმინდა ისედაც მაღლობ ადგილზე იყო გადაჭიმული, სადაც ნიავი ასუფთავებდა ჰავას, კუკია კი მეტად დაბლობზე მდებარეობდა და საჭიროებდა გამწვანებასა და სუფთა გარემოს შექმნას მოსახლეობისთვის.

