რეგისტრირებული ფაქტები89454
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა შაქრო სოლომონის ძე ქარსაულიძემ გადაიხადა საწევრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ისიდორე ლევანის ძე ქარსელაძემ გადაიხადა საწევრო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემდეგმა წევრებმა: იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ, ივანე ბეგლარის ძე ღლონტმა, ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ, თევდორე ზურაბის ძე ღლონტმა და ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ზაქარია თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე, გიგი გიორგის ძე ყარსემაშვილი და იოსებ ალექსანდრეს ძე ყიფშიძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: სპირიდონ მიხეილის ძე შენგელია, ქრისტინე (ჩიტო) გიორგის ასული შარაშიძე და დავით შავლიშვილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრებას 115 ნამდვილი წევრი დაესწრო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 23 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა აკაკი ივანეს ძე ჩხენკელმა საწევრო გადაიხადა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასი უნდა მოემატებინათ, რათა კონკურენცია გაეწიათ სამინისტროს სკოლებისთვის და ბევრი კარგი, გამოცდილი მასწავლებელი მიეზიდათ საზოგადოების სკოლებში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ეკატერინე ასათიანისამ განაცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი სხვა უწყების სკოლის მასწავლებლები მიეწვიათ საზოგადოების სკოლებში, მაგრამ ჯანგამოცლილი თანამშრომლები არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. მისი აზრით, 25 წლის ნამსახური მასწავლებლის მიწვევა საქმისთვის არასასარგებლო იქნებოდა, ამიტომ მათი სხვა უწყებაში ნამსახური დრო ცხრა-ათი წლით უნდა განსაზღვრულიყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო სამინისტროს სკოლებიდან კარგი მასწავლებლები მიეწვიათ, რადგან იქ ჰყავდათ საქმის მოყვარული პედაგოგები. საზოგადოების სკოლებსაც ჰყავდა მხნე, გამოცდილი მასწავლებლები, მაგრამ მათთვის საჭირო იყო კარგი სასწავლო პირობების შექმნა, რათა უფრო კარგები გამხდარიყვნენ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ სკოლაში უნდა მიეწვიათ გარეშე უწყების სკოლიდან მასწავლებელი და მისთვის სხვა ადგილას ნამსახურობის გამოცდილება ჩაეთვალათ. ასევე გამგეობას უფლება უნდა ჰქონოდა სურვილისამებრ მიეღო გადაწყვეტილება ჩაუთვლიდა თუ არა მიწვეულ მასწავლებელს სხვა უწყებაში მუშაობის გამოცდილებას. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გერასიმე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ ახალი სკოლა უნდა დაარსებულიყო იქ, სადაც ქართულ ენასა და ქართველ ერს განადგურება ემუქრებოდა. მაგალითად, მაჰმადიანი ქართველებით დასახლებულ ადგილებში აუცილებლად უნდა გახსნილიყო სკოლები.

