რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნების ბეჭდვაზე ზრუნვა გიორგი ლასხიშვილს დაავალა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 4 ოქტომბერს მიხეილ ფილიპეს ძე რამიშვილი (ჩოხატაურის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველი) და ნინა ალექსანდრეს ასული გამრეკელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის პედაგოგებად დაინიშნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს დავით იაკობის ძე თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯების გარეშე 63 მანეთი და 31 კაპიკი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ილია ჭავჭავაძემ დაადასტურა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს კონსტანტინე ტარიელის ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სამკითხველოს 1901 წლის ოქტომბერში ნაშთის სახით ჰქონდა 45 მანეთი და 6 კაპიკი, მკითხველთაგან – 10 მანეთი და 20 კაპიკი, დღიური შემოსავლის სახით კი – 4 მანეთი და 95 კაპიკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: კონსტანტინე ჯაფარიძემ, დავით კარიჭაშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სხვებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე რატიშვილმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ მოსე ჯანაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნებით სარგებლობის უფლება მისცა.
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1880 წელს მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის პირველ თებერვალს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილება შემდეგი სექციებით: სასკოლო, სათეატრო, სამეურნეო, სამშენებლო და მგალობელთა გუნდის მომწყობი.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის (დაარსდა 1909 წლის 4 ოქტომბერს) ორ კლასში 43 მოსწავლე სწავლობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ ივნისს თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯების გარეშე ჰქონდა 98 მანეთი და 6 კაპიკი. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველომ ხარჯების სახით 31 მანეთი და 64 კაპიკი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ილია ჭავჭავაძემ დაადასტურა.

