რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 მარტს ნიკო ხიზანიშვილი თიანეთიდან წერილს უგზავნის უახლოეს მეგობარსა და ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების საქმისმწარმოებელს – ნიკო მთვარელიშვილს: ადრესანტი კმაყოფილებას გამოთქვამს ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის გამოცემის გადაწყვეტილების გამო და ატყობინებს, რომ ამ მიზნით უგზავნის „კანონთა“ ხელნაწერს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 მარტს ნიკო ხიზანიშვილი თიანეთიდან ნიკო მთვარელიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას ურჩევს, რომ ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის გამოცემის წინასიტყვაობისა და მეფის ბიოგრაფიის დაწერა სთხოვონ დიმიტრი ბაქრაძეს – ისტორიასა და იურისპრუდენციაში ზედმიწევნით განსწავლულ მეცნიერს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 მარტს ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს საზოგადოებამ მისცა „ქილილა და დამანა“, რომელშიც მან ერთი მანეთი გადაიხადა და ორი მანეთი მოგვიანებით უნდა გადაეხადა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 მარტს კავკასიის მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძემ წარმოადგინა ოდესაში მყოფი ქართველი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართული წარმოდგენის შემოსავალი, რომელიც ჯამში იყო 431 მანეთი, აქედან 300 მანეთი ოდესის უნივერსიტეტის რექტორს გაუგზავნეს, რათა სტუდენტებისთვის გადაეცა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძემ წარმოადგინა ოდესაში მყოფი ქართველი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართული წარმოდგენის ხარჯი: თეატრის ქირა – 40 მანეთი, ტანსაცმელი – 16 მანეთი, ტელეგრამა ოდესაში – 2 მანეთი და 5 კაპიკი, ტელეგრამა ქუთაისში – 80 კაპიკი, მედროგე და ფაეტონები – 4 მანეთი და 30 კაპიკი, მუყაო, ძაფი და სხვ. – 60 კაპიკი, სკამების გადაზიდვა – 50 კაპიკი, ლურსმნები – 5 კაპიკი, მუშები – 2 მანეთი, სკამები ქირა – 5 მანეთი, 3 დამხმარე – 5 მანეთი, ავეჯის გადაზიდვა – 95 კაპიკი, აფიშები და ბილეთები – 14 მანეთი და 35 კაპიკი, მესაზანდრეები – 15 მანეთი, პიესის გადასაწერი – 5 მანეთი, 10 სოკეტი – 1 მანეთი და 20 კაპიკი, ლეიბები – 4 მანეთი, პარიკმახერი – 5 მანეთი, მემუსიკეები – 8 მანეთი, სულ – 131 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძემ წარმოადგინა ოდესაში მყოფი ქართველი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართულ წარმოდგენაში მონაწილე პირები: პ. მიქელაძისა, დ. გაბაევისა, ყიფიანისა. ეს მსახიობები წარმოდგენის ორგანიზებაშიც ეხმარებოდნენ ხელმძღვანელებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძემ მადლობა გადაუხადა იულია დავითის ასულ ჩხეიძეს ოდესაში მყოფი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართული წარმოდგენის ხელმძღვანელობისთვის. აღნიშნა, რომ ჩხეიძემ კარგად შეასრულა თავისი როლი სპექტაკლში.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ოდესაში მყოფი ღარიბ სტუდენტთა დასახმარებლად ბათუმში გამართული წარმოდგენის ბილეთები საზოგადოებამ შეიძინა არა არტისტების ან კარგი პიესის სანახავად, არამედ ღარიბი მოძმეების დახმარების სურვილის გამო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ ბათუმში ოდესაში მყოფი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად ერთგუნდად და დიდი შემართებით იმუშავა რამდენიმე პირმა წარმოდგენის გასამართად. წარმოდგენაზე დასწრების ბევრი მსურველი აღმოჩნდა და ბილეთების გაყიდვას ვერ აუდიოდნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე იყო ექიმი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მარტს, საღამოს 10 საათზე, პოლიციის მე-4 განყოფილებაში ექიმ ი. ი. მალინინის კარებთან დატოვეს ვაჟი, რომელიც საბებიო ინსტიტუტში გადაიყვანეს. მალინინმა ბავშვის აღსაზრდელად ყოველთვიური დახმარება გამოყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 17 მარტს თბილისის ქალაქის საბჭოს ახალ კრებას უნდა განეხილა ხმოსან იოანესიანის მოსაზრება, რომ ქალაქის სამდივნოსთვის მიენდოთ რეპორტიორების ანგარიშის შესწორება საბჭოს კრების შესახებ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 მარტს საექიმო საზოგადოების კრებაზე მოხსენებას წაიკითხავდა ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე ჩითახოვის წყაროს ქიმიური ანალიზის შესახებ. წყარო ავლაბარში მდებარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 მარტს, 21:00 საათზე, ვართან ყაზაროვმა, ოჰანეზ ყაზაროვმა და მიკირტიჩ აკოფოვმა ალექსანდრეს ბაღში გაძარცვეს ზაქარ ასატუროვი, წაართვეს 290 მანეთი და პასპორტი. ისინი პოლიციამ დააკავა და თანხის ნაწილი დააბრუნებინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ივანე აკოფოვი სახლის გაძარცვაში ადანაშაულებდა აზნაურ კონსტანტინე კობახიძესა და დიმიტრი ხუციევს, რომლებიც პოლიციის მე-5 განყოფილებაში იყვნენ დაბარებულები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 მარტს, დილის 7 საათზე, ივანე აკოფოვი გაძარცვეს, სახლიდან გაიტანეს 700 მანეთის ღირებულების ოქროს, ალმასისა და ფირუზის სამი ბეჭედი.

