საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 თებერვალს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების კრებაზე სოფიო ლონდარიძემ წინადადება წამოაყენა ქალთა სანიტარული რაზმის დაარსების შესახებ. აირჩიეს კომისია: თავმჯდომარედ – ს. ლონდარიძე, მდივნად – ს. ნამგალაური, ხაზინადრად – პ. ფხალაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვალს თბილისის გუბერნიის კომისრის განკარგულებით თანამდებობიდან გადააყენეს ბორჯომის რაიონის კომისარი აკ. ტყემალაძე. მას 24 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა ბორჯომი.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ალი არსენიშვილის წერილი „კოტე მარჯანიშვილი“.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 10 თებერვალს ალქსანდრეს ბაღში სროლის დროს მოკლეს თბილისის მე-11 კომისარიატის მილიციელი იოსებ გერსამია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 თებერვალს ბორჯომის რაიონის გლეხთა საბჭოს რეორგანიზაცია განხორციელდა. მუდმივ თავმჯდომარედ ისევ კოლია შახნაზაროვი აირჩიეს, მდივნად – ვასო ატოევი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მარტის „ერთობის“ ცნობით, ვექილი მაქსიმოვი თბილისში იურიდიულ კურსებს ხსნიდა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 27 თებერვალს წითელრაზმელებმა შეამჩნიეს, რომ კანტორა „ნახშირში“ იმყოფებოდა წითელრაზმელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ ელიაშვილი. მან გაქცევა დააპირა, მაგრამ იქვე მოკლეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისრად გრიგოლ გიორგაძის ნაცვლად, რომელიც სეიმის წევრად აირჩიეს, ივანე კაჩუხოვი დაინიშნა.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წლის 31 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მუშაობას საბჭოთა მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის მიღების შემდეგ დაიწყებდა. შეატყობინა, რომ ადვოკატთა ორგანიზაციაში დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობა გააფორმა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი ძმა ილია მაღლაკელიძე მძიმედ იყო ავად. იგი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი შვილები: ნუნუ, კახაბერი და ედიშერი დედაქალაქში ცხოვრობდნენ. მათგან მხოლოდ კახაბერი იყო დაოჯახებული.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ კირიონ მაღლაკელიძის გარდაცვალების შესახებ მისმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძე მთიელთა კეთილგანწყობის დასტურად იხსენებდა შემთხვევას, თუ როგორ დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ გაიყვანეს ინგუშებმა ყუბანიდან მომავალი, უსაშვოდ დარჩენილი ქართველი დელეგატები ომის ხანძარში გახვეული ვლადიკავკაზიდან.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძეს სირთულეების მიუხედავად, შესაძლებლად მიაჩნდა მთიელთა სახელმწიფოს შექმნა, რომლის საუკეთესო ფორმადაც ფედერაციული მოწყობა ესახებოდა, სახელდობრ – ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა კანტონებად, მთიანი შვეიცარიის მსგავსად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე აცხადებდა: „თავისუფლებისმოყვარე მთიელთა ბრძოლამ ჩრდილოური ანარქიისა და რეაქციის ნიაღვრისაგან დაიცვა ამიერკავკასიის რესპუბლიკები. რუსეთის მტრული დამოკიდებულება არა მარტო სახელმწიფოებრიობისთვისაა საშიში, არამედ საერთოდ კლდოვან ხეობებში გამომწყვდევით ემუქრება თვითონ მთიელებს“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი „ბარრიკადის მეოთხე წელი“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ს. ქოჩორიანს უნდა წაეკითხა მოხსენება სიმბოლიზმის შესახებ. მოხსენებაზე ისაუბრებდნენ მოდერნისტ ქართველ და სომეხ პოეტების შესახებ, ხოლო დისპუტში მონაწილეობა უნდა მიეღო გრიგოლ რობაქიძეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გერონტი ქიქოძეს ქანდაკების თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა ჯარისკაც სიმონ მეხუზლას წერილი ლევან დადეშქელიანის მოკვლის გამო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გიორგი ჩუბინაშვილს ხუროთმოძღვრების თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1917

ტიპი: გარდაცვალება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1917 წლის 18 დეკემბერს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი (ძუკუ) ქავთარაძე ზღვაში დაიღუპა. ის სოხუმიდან გასულ მოტორიან ნავში იჯდა

1018

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთში რევოლუციურმა ტრიბუნალმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ჯარისკაც ვლადიმერ წურქავას ორი თვით ციხე მიუსაჯა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ამიერკავკასიის სეიმის გადაწყვეტილების თანახმად, ფოთის ქალაქისთავის, დავით ონიაშვილის ნაცვლად იოსებ სალაყაია უნდა დაენიშნათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა დიმიტრი შევარდნაძეს მხატვრობის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1918

ტიპი: თანამდებობა

მუშათა და გლეხთა საბჭომ 1918 წლის 24 თებერვლის სხდომაზე გადაწყვიტა, მობილიზაციის განსახორციელებლად პარტიების, საბჭოს და ქალაქის წარმომადგენლებისგან შეექმნათ კოლეგია, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ალ. კორძაია.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ლევან ასათიანის ლექსი „სენტიმენტალური დუეტი წეროსთან".