რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 აპრილს სათავადაზნაურო სკოლის საღმრთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართავს თხოვნით, დროებით დაუთმონ „ახალი აღთქმის“ ქართულ ენაზე გამოსაცემად საჭირო ხეზე ნაკვეთი ყვავილებიანი ასომთავრულები. დაკარგვის შემთხვევაში მთხოვნელი კისრულობს ზარალის ანაზღაურებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელსა და რაფიელ ერისთავს საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად დაგეგმილ სალიტერატურო-სასიმღერო საღამოში მიეღოთ მონაწილეობა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად მიიღეს დადგენილება სალიტერატურო-სასიმღერო საღამოს გამართვის თაობაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელ კომისიას ი. გ. ვაჩნაძისა და აზ. ი. გომელაურის პროტესტი თანხის განაწილებასთან დაკავშირებით არ გაუთვალისწინებია.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ ღარიბ წევრებს უფრო მეტი შესატანი დაუწესა, ვიდრე მდიდრებს და სწორედ ნაკლებშემოსავლიან ადამიანებს დააწვა მეტი პასუხისმგებლობა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, გურჯაანის კორესპონდენცია ატყობინებდა, რომ სიღნაღის მაზრის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ გულგრილობა გამოიჩინა და არასამართლიანად გაუნაწილა თავადაზნაურებს შესატანი თანხის რაოდენობა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი გაკვირვებას გამოხატავდა, რომ 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრები გვერდს უქცევდნენ ისეთ კეთილშობილურ საქმეს, როგორიც სკოლის ფონდისთვის თანხის გამოყოფა იყო და ერთხმად უჭერდნენ მხარს გაურკვეველი კეთილშობილური ფონდის შექმნას.

