რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუბოვიკი ქურდობისთვის ნასამართლევი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელმა ალექსანდროვმა დააკავა დუბოვიკი ნაბადის ქურდობის ბრალდებით, თუმცა ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი დამსახურებული სახელმწიფო მოხელე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მ. ოპეკუშენი პეტერბურგში კავკასიისთვის ამზადებდა მიხეილ ლერმონტოვის ძეგლს, რომელსაც ტანის ნაწილი ოთხ არშინზე მეტი ექნებოდა. გაზეთი „Новости“ წერდა, რომ ძეგლი ხარისხიანად იყო გაკეთებული.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, როცა ქართულმა დრამატულმა დასმა გამოაცხადა, რომ მათ კონცერტში მონაწილეობას იღებდა ქართული ხორო ძალიან გაუკვირდა, რადგან კონცერტში მონაწილეობდნენ არა ხოროს წევრები, არამედ ქართული სიმღერების მოყვარულთა ჯგუფი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც ი. ვ. რიშარმა ი. მ. მირზოევს იჯარით აღებული ბამბის ქარხანა დაუბრუნა, უცნობი იყო მეპატრონე განაგრძობდა თუ არა მუშაობას. ქარხნის მუშაობა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ასეული თანემშომელი შესაძლოა ულუკმაპუროდ დარჩენილიყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევისაგან ი. ვ. რიშარმა იჯარით აიღო ბამბის საფეიქრო ქარხანა. იჯარის დრო ამოიწურა 31 მარტს. მეიჯარემ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ქარხანა მეპატრონეს დაუბრუნა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი ქართული ხოროს შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ქართული ხოროს ლოტბარად და ხელმძღვანელად იოსებ ივანეს ძე რატილი მოიწვიეს.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მხატვარ მიხაი ზიჩს „ვეფხისტყაოსნიდან“ ავთანდილისა და ფატმანის მარტო ყოფნა ჰქონდა დახატული, რომელსაც ვენაში სურათები გადაუღეს და ამ სურათების მბეჭდავმა „ვეფხისტყაოსნის“ გამომცემლებს გაუგზავნა წერილი წიგნის ფორმატისა და ტექსტის ზომები მიეწერათ, რათა სურათები დაემზადებინა გამოცემისთვის.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით იოსებ ხოჯაევი საგუბერნიო სამმართველოს საქმისმწარმოებლის თანაშემწედ დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ბერიძე კავკასიის კავალერიის ესკადრის მე-2 განყოფილების უფროსად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბერიძეს პოდ-პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არგენტოვი დაღესტნის 82-ე ქვეითი პოლკის პოდპორუჩიკი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ტრუბეცკოის შტაბ-როტმისტრის წოდება მიანიჭეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით არგენტოვს პორუჩიკის წოდება მიანიჭეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტროფიმოვი 21-ე არტილერიის ბრიგადის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ტროფიმოვს შტაბს-კაპიტნის წოდება მიანიჭეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხამალოვი მე-20 არტილერიის ბრიგადის წევრი იყო.

