საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84009

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გ. კაიკაციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ქართველი მაჰმადიანი ბავშვებისთვის რამდენიმე სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტისგან მოითხოვა სენაკის სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის განცხადება.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს ანგარიში, რომ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძეს წინარეხის სკოლის შენობისთვის გადაეცა 10 მან. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მირიან (ფოკა) გიორგის ძე ჯაში სწავლობდა ხარკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეხუთე კურსზე და სწავლის დასასრულებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხუთი თვით სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ფილიპე სერაპიონის ძე კალანდაძემ დაამთავრა თბილისის სემინარია და ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხთა ხარჯთაღრიცხვა – სულ 219 მან. 13 კაპ. ოდენობით. გამგეობამ დაამტკიცა დახარჯული და დასახარჯი თანხები. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1915

ტიპი: განათლება

ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

ლევან ტარიელის ძე ჯავრიშვილმა დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

ბიძინა სიმონის ძე ჯაფარიძემ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

ე. ი. თალაქვაძემ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ხელსაქმის მასწავლებელს ალექსანდრა მიხეილის ასულ ბალტინგს კვირაში ექვსი გაკვეთილი ჰქონდა. ზოგადად, მასწავლებლებს ხუთეული ჯილდო გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით ეძლეოდათ და ვინაიდან, სრული ხუთეულისთვის 12 შტატგარეშე გაკვეთილი იყო საჭირო, ბალტინგს ექვსი გაკვეთილისთვის ნახევარი ხუთეული ჯილდო ეკუთვნოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 თებერვლის სხდომაზე თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტმა გადაწყვიტა, შუამდგომლობა აღეძრა სახალხო განათლების სამინისტროსთან, რათა ნებართვა მიეღო გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 1600 მანეთით დახმარებოდა მასწავლებელ ნ. ნ. ბარანოვსკის. სხდომის ოქმიდან ამონაწერის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე; სხდომის ოქმის შემოწმებას ხელს აწერს ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა, რადგან მრავალშვილიანი მამა იყო, ამასთანავე, ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობით შვილების სწავლის საფასურის გადახდა უფრო გაუადვილდებოდა. ასევე, მისწერა, რომ ქალთა მე-2 გიმნაზიაში მის ნაცვლად სასურველი კანდიდატი დაენიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ გასულ წელს მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო აკადემიაში წასვლა. მოგვიანებით შეიტყო, რომ თბილისის ხელოვნების სასწავლებელმა უფლება მიიღო, მსურველებს ჩაებარებინათ გამოცდები მასწავლებლის წოდების მისაღებად და ჩააბარა გამოცდები სამეცნიერო საგნებში: ანატომია, ხელოვნების ისტორია და პერსპექტივა. მასწავლებლის მოწმობა კი საქართველომ ვერ მისცა, რადგან უგზოობის გამო ვერ გაგზავნა ნიშნები აკადემიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ შტატგარეშე დარჩა შვიდი მასწავლებელი. ერთ-ერთი იყო რუსული ენის მასწავლებელი ელენე მიხეილის ასული ალექსანდროვისა. კინწურაშვილის აზრით, რუსული ენის მასწავლებლად სასურველი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ქართულ ლიტერატურასაც იცნობდა და საჭიროების შემთხვევაში პარალელს გაავლებდა საზოგადოებრივ მოვლენებზე ქართულსა და რუსულ ლიტერატურაში. ვინაიდან, ალექსანდროვისა ასეთი პირი არ აღმოჩნდა იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 30 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს სწერს, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნას აპირებს, უმაღლესი განათლების მისაღებად. ვინაიდან, სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, მაგრამ ამისთვის არ აქვს შესაბამისი სახსრები, მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია დაუნიშნონ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 28 ივლისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულმა სასოფლო კომისიამ დაადასტურა, რომ სტუდენტი მიშა ახმეტელაშვილი სასოფლო კომისიის მუშათა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დაარსების დღიდან მუშაობდა სიღნაღისა და თელავის მაზრებში პასუხისმგებელ პროპაგანდისტად; მისი რევოლუციური მუშაობა ნაყოფიერი იყო საზოგადოებისთვის. ხელს აწერენ სასოფლო კომისიის თავმჯდომარე ჯიბლაძე და მდივანი ე. ურუშაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მ. ბერძნიშვილმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მდივანს შეატყობინეს, რომ გორის ქალთა გიმნაზიიდან მასწავლებელ ბაღაშვილის დათხოვნის საქმის სამართლიანად გამოკვლევასა და გადაწყვეტას მხარს უჭერს განათლების სამინისტრო, რისთვისაც მიიღო კიდეც შესაფერისი ზომები.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ შტატგარეშე დარჩა რუსული ენის მასწავლებელი სერაფიმა სერგის ასული ბაგაევისა.