რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 30 მარტს, კვირას, არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართებოდა სალიტერატურო საღამო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: გაბუნია, მ. მ. საფაროვისა, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი, არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძე, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი (ავალოვი), ქ. აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და ქართული ხორო. ანტრაქტებს მუსიკალურად გააფორმებდა საზანდარი. დასაწყისი იყო 8 საათზე, ბილეთები კი – ამავე თეატრის სალაროში იყიდებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილს (სუმბათოვს) ჰქონდა „კოლლეჟსკი სეკრეტარის“ წოდება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ბაბიევსკი იყო „კოლლეჟსკი სოვეტნიკი“.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე აზიმოვი იყო „კოლლეჟსკი სეკრეტარი“.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბარბარე ფილიპეს ასული სმიტენისა იყო ქვრივი გენერალ-ლეიტენანტისა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ ვასილის ასული კოლიუბაკინა იყო ქვრივი გენერალ-ლეიტენანტისა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელკისა იყო ქვრივი გენერალ-ლეიტენანტისა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილს ჰქონდა გვარდიის როტმისტრის წოდება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სვიმონ მეღვინეთუხუცესი იყო ხაზინადარი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 მარტს ნინო სერბინოვის სახლს ცეცხლი გაუჩნდა და სახანძრომ ჩააქრო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 28 მარტს ქუთაისის ოლქის სასამართლომ დიმიტრი ბარისის ძე ნიჟარაძეს ტომსკის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯა. მას პლატონ ნიჟარაძის განზრახ მკვლელობა და დაჭრა ბრალდებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ჯიმშეროვი იყო 1-ელი გილდიის ვაჭარი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ შაბუროვი უმცროსი მექანიკოსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით რაჟდენ შაბუროვი ელიზავეტპოლის ტელეგრაფის სადგურზე სამუშაოდ გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მატინოვი უმცროსი მექანიკოსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით დავით მატინოვი ვლადიკავკაზის ტელეგრაფის სადგურზე სამუშაოდ გადაიყვანეს.

