საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81245

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 დეკემბერს ქრისტოფორე რაჭველიშვილმა გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოაქვეყნა სტატია სომხების პოლიტიკის შესახებ, რომელშიც აღნიშნავს, როგორ მტრულად არის განწყობილი სომხეთი დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ. 

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ პოეტმა გიორგი ქუჩიშვილმა გამოაქვეყნა ლექსი „შალვა დადიანს“, რომელიც მიუძღვნა ქართულ ლატარეას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის მესამე სხდომაზე ოტომანთა დელეგაციამ წარადგინა ახალი დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება მესამეს არ უნდა ეხებოდეს. ამასთან მოუწოდებდა ამიერკავკასიის დელეგაციას, რათა მიეღო ზომები სხვა სახელმწიფოთა მიერ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში" მსახიობთა კავშირის საბჭოს დირექცია აქვეყნებს განცხადებას, რომ ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის წარმოდგენები გაიმართება სახელმწიფო თეატრში ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

პირები
ტასო (ანასტასია) ვასილის ასული აბაშიძე ელენე (ელო) იოსების ასული ანდრონიკაშვილი ბარბარე (ბაბო) რაფიელის ასული კორინთელი-ყიფშიძისა (სოფიო ანკარა) თამარ სიმონის ასული გოგოლაშვილი-პაპავა (ისახარი, ქოჩრიანი ტოროლა) ნინო შიოს ასული დავითაშვილი ოლღა ვ. ლეჟავა საგინაშვილი-ტოროშელიძე (პიერეტა) ეფემია სიმონის ასული მესხი-გეპნერისა ოლღა სინაურიძე მარგარიტა მიხეილის ასული ქილარჯიშვილი ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი ანა (ანიკო) ჩხეიძე ნატალია ჯავახიშვილი-შალიკაშვილისა დ. აბდუშელი ივანე (ვანო) მგელაძე (ბარველი) ნიკოლოზ (ნიკო) გვარაძე ალექსანდრე გუგუშვილი შალვა (ქუჯი) ნიკოლოზის ძე დადიანი გიორგი ნიკოლოზის ძე არადელი-იშხნელი გიორგი იორდანიშვილი ვიქტორ ნიკოლოზის ძე მატარაძე იოსებ (სოსო) ჟივიძე ალექსანდრე (სანდალა) აფრასიონის ძე გაჩეჩილაძე მიხეილ სარაული გოგი ფრონისპირელი (ყიფშიძე) ნიკოლოზ გიორგის ძე ციციშვილი დ. ძნელაძე შალვა ჯაფარიძე ვალერიან ლევანის ძე გუნია ნინო (ნუცა) პლატონის ასული ჩხეიძე ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე გედევან ვასილის ძე გედევანოვი (მირაღიანი) სიო დიმიტრის ძე ჭანტურიშვილი ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი
წყარო

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის მეორე სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციის მიერ გაკეთდა განცხადება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც უკვე ჩაერთო საერთაშორისო ურთიერთობებში და პროტესტს გამოთქვამდა ბრესტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 29 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შრომის სამინისტრომ არამიანცს წინადადება მისცა, გაეთავისუფლებინა შენობა, რომელიც მინიონს ეკავა. არამიანცის შუამდგომლობა ჩამორთმეული სახლიდან (რუსთაველის ქ.N17) კინემატოგრაფისთვის დაეთმოთ შენობა, უარყვეს, რადგან ქალაქის საბჭოს ცნობით, მას თბილისში სხვაგანაც ჰქონდა მამულები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს ვლადიმერ გიორგაძემ გიგო შარაშიძეს ურჩია, სიო ჭანტურიშვილისთვის წერილი გაეგზავნა და გიგოს საკუთრებისთვის თავის განებება ეთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის პირველ ოფიციალურ სხდომაზე ოტომანთა დელეგაციამ დაადასტურა კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების სურვილი ამიერკავკასიის რესპუბლიკასთან და მოითხოვა, მიეწოდოთ „ზუსტი განცხადება რესპუბლიკის არსის, ფორმის და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ორგანიზების შესახებ“. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სიო ჭანტურიშვილმა და შალვა ჭაჭუამ ვლადიმერ გიორგაძეს დაავალეს გიგო შარაშიძისთვის მიეწერა, რომ თუ გიგო რაიმე საბუთს წარმოადგენდა, ბახვის სახლის აღების ნებას მისცემდნენ, მიწას კი მაინც არ დაუთმობდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ოპერა სერგო ივანეს ძე ევლახიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებდნენ: ვ. ნიკოლსკი, ბორის ზალიპსკი, ე. ა. ვრონსკი, ა. ა. დემიანენკო, საბანეევა, ალეშკო, ა. მ. კანშინი, ლეონ ისეცკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ვლადიმერ გიორგაძემ სიო ჭანტურიშვილსა და შალვა ჭაჭუას განუცხადა, რომ ჯერ არ იყო დადგენილი გიგო შარაშიძის სახლი გადაეცემოდა თუ არა ერობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სოხუმის ქალაქის თვითმართველობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბინიათ-ოღლისთვის სახლის ჩამორთმევის შესახბ (რომელიც მუშათა სასახლედ უნდა გამოყენებინათ) დადგენილების დამტკიცება სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ტრაპიზონის სამშვიდობო მოლაპარაკების დროს, ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციამ მოხსნა თავისი წინადადება მორიგეობითი თავმჯდომარეობის შესახებ, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 11 აგვისტოს ვლადიმერ გიორგაძემ გიგო შარაშიძეს გაუგზავნ წერილი, რომლის თანახმადაც, ის მისი ყოფილი მოსწავლე იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელ მარტს გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა 6 სხდომასა და 2 კერძო მოლაპარაკებას. კონფერენციის თავმჯდომარე იყო ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ-ბეი. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 აგვისტოს გიგო შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლე ვლადიმერ გიორგაძემ გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ერობის გამგეობის თავმჯდომარე სიო ჭანტურიშვილი და გამგეობი წევრი შალვა ჭაჭუა აპირებდნენ გიგოს ბახვის სახლის მისაკუთრებას ერობისთვის გადასაცემად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის დელეგაციების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ, დელეგაცია კრეისერიდან გადაიყვანეს მათთვის მომზადებულ შენობაში, ხოლო დაცვა გემზე დატოვეს. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გიგო შარაშიძემ არნოლდ ჩიქობავას მისწერა, რომ გურული ლექსიკონის გაურკვეველი მასალა მისთვის გაეგზავნა და ის მოაწესრიგებდა.

1930

ტიპი: ავტორობა

82 წლის გიგო შარაშიძემ არნოლდ ჩიქობავასთვის გასაგზავნი წერილი დაწერა, სადაც გურული ლექსიკონის გამოსვლაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდიდა. საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად მისი არჩევა კი ნაადრევად მიაჩნდა და უარს აცხადებდა, რადგან მის შრომას ჯერ არავინ იცნობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ მკითხველს აცნობებს, რომ 1920 წლის 30 სექტემბერს საოპერო სეზონი გაიხსნება ორიგინალური ქართული ოპერით „აბესალომ და ეთერი“, მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა, დადგამს ალექსანდრე წუწუნავა, იდირიჟორებს ავტორი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია ტრაპიზონიდან ბათუმში დაბრუნებას აპირებდა, სადაც კონსტანტინოპოლიდან წარგზავნილ თურქულ დელეგაციას დაელოდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის გაზეთ „ერთობაში“ მამა, დეკანოზი ანტონი, და დედა მარიამი იუწყებიან, რომ ავადმყოფობის შემდეგ 26 სექტემბერს სოფ. ერედვში გარდაიცვალა გორის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელი ნინო ანტონის ასული ლომოური.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 თებერვლამდე ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია იმყოფებოდა კრეისერ „კაროლ კარლ“-ზე, რადგან ტრაპიზონის ვალი მოითხოვდა დაცვის განიარაღებას. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 თებერვლის საღამოს ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია ტრაპიზონში ჩავიდა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 თებერვალს თურქ დელეგატებთან დაკავშირებით გენერალ კოლოსევსკის შეტყობინების შემდეგ ამიერკავკასიის დელეგაცია ჩავიდა ბათუმში, საიდანაც კრეისერ „კაროლ კარლით“ ტრაპზონისაკენ გაემართა. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.