რეგისტრირებული ფაქტები91879
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძეს 16 000 მანეთზე მეტი სახაზინო ფულის გაფლანგვა ბრალდებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძისა ქუთაისის სახელმწიფო სახაზინოს ხაზინადარი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ორბელიანის ლექსები გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის სტამბაში დაიბეჭდა და მალე გასაყიდად გამოვიდოდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი თბილისში სტამბას ფლობდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე მაჭავარიანი თოფის ქურდობისთვის დააპატიმეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზოლოტარევი კოლეგიის მსაჯული იყო.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ა. შენინგს გაყალბება ბრალდებოდა. კავკასიის სამხედრო სასამართლო მის საქმეს 23 სექტემბერს მესამედ განიხილავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის საქალებო პროგიმნაზიამ მადლობა გადაუხადა ს. ნ. და დ. ა. ციციშვილებს 30 მანეთის შეწირვისათვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის საქალებო პროგიმნაზიამ ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავს 25 მანეთის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექიმი ფინკელშტეინი გეგმავდა თბილისში გაეხსნა დაწესებულება, სადაც ცხოველებისაგან დაკბენილ ადამიანებს აცრიდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ გორგასლის კანონების ხელნაწერი, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირეს, სასურველი იყო განეხილა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს, რათა აღმოეჩინა რით განსხვავდებოდა იგი სხვა მსგავსი ხელნაწერებისაგან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების დასს შეუერთდა მსახიობი კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი ვასილ როსტომის ძე ყიფიანს გამოჯანმრთელებას უსურვებდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე იყო კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის გამგე-კომიტეტის წევრი იყო კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.

