საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81245

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 13 აპრილს ბიბი ნიკოლოზის ძე ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში ბებიას და ბაბუას მისწერა, რომ მას და მის ძმას გოგის წითურა დაემართათ.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წელს გოგი ქარცივაძის მეგობარს, ნოდარ ფიცხალაიშვილს, ჩხუბის დროს ბოქსის ხელთათმანი მოხვდა თავში და ტვინის შერყევა მიიღო.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 25 თებერვალს გოგი ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში ბებიას და ბაბუას გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ ძალიან გაოცდა, რადგან მიიღო ბებიას წერილი 1929 წლის 23 ივნისით დათარიღებული, არადა მასში ბოლო ორი დღის ამბები ეწერა.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 25 თებერვალს გოგი ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში გაუგზავნა წერილი ბებიას და ბაბუას და მიულოცა მეხუთე შვილიშვილის, დავითის შვილის დაბადება.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ექიმ შალვა მიქელაძეს თბილისში პრაქტიკა ჰქონდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ დიომიდე კოკაია იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების წევრმა ვ. ნოდიამ სოხუმის ოლქის გუმისთის მაზრის რაიონებში ორ თვეზე მეტი დაჰყო. ის ხალხს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო მდგომარეობას უხსნიდა, ინახულა სოფლებიც და ადგილობრივების მოთხოვნებს გაეცნო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 სექტემბერს გამართულ ფოთის რაიონის კავშირთა და დარგთა წარმომადგენლების კონფერენციაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ჟღენტი, მდივნად – ლაზ. ძიმისტარიშვილი. სპეკულაციასთან ბრძოლისა და ფოთში მუშათა კონტროლის საკითხზე მოხსენებით გამოვიდა შრომის სამინისტროს რწმუნებული ე. ქორქია, რომელმაც აღნიშნა, რომ სურსათ-სანოვაგის ხელოვნური გაძვირება ბაზარზე სპეკულაციით იყო გამოწვეული.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობა“ წერდა, რომ საფრანგეთის წარმომადგენლის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, კონსულმა ნეტემანმა დე მარტელისგან ვრანგელის მთავრობასთან საფრანგეთის უმაღლეს კომისრად დანიშვნის შესახებ ცნობა მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 აგვისტოს ზნაკვის საზოგადოების კომისარიატში მოწვეულ საზოგადოების მიტინგზე პროპაგანდისტმა პ. საღარაძემ საქართველოს თანამედროვე საგარეო და საშინაო მდგომარეობაზე მოხსენება წაიკითხა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის ოპერაციის მომწესრიგებელი საგანგებო სათათბიროს  დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ: სათათბიროს თავმჯდომარე, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ს. ავალიანი, მიწათმოქმედების მინისტრი ნ. ხომერიკი, სათათბიროს წევრები: მომარაგების მინისტრი გ. ერაძე, სახელმწიფო ბანკის მმართველი იას. ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობა“ სახალხო გვარდიის პირველ ბატალიონში მყოფი, 17 წლის ვარდისუბნელი მიხეილ ილარიონის ძე ქადაგიშვილის დაკარგვის შესახებ წერდა და მნახველს ინფორმაციის მამისთვის შეტყობინებას სთხოვდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ საავიაციო გუნდის უფროსი ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავის, კაპიტან გრიგორი ვასილის ძე მალაშხიას გარდაცვალების შესახებ წერდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 სექტემბერს თბილისში დაბრუნდნენ დამფუძნებელი კრების წევრები – პ. წულაია და ერ. კალაძე, რომლებიც გზათა კომისრის დავალებით ოსეთის სამხედრო გზის და საქართველოს სამხედრო გზატკეცილების დასათვალიერებლად იყვნენ გაგზავნილები. მათ დანარჩენი გზებიც უნდა დაათვალიერონ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ გამოქვეყნდა განცხადება ქუთაისის სამეურნეო სკოლის საშუალო ოთხწლიან სამეურნეო სასწავლებლად გადაკეთების შესახებ. ხელს აწერს სასწავლებლის მმართველი ალექსანდრე შარაშენიძე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 26 სექტემბერს შეიარაღებული ბოროტმოქმედები სოფელ დმანისში ხორბლის საყიდლად ჩასულ ლტოლვილებს თავს დაესხნენ და გაძარცვეს. ერთი მათგანი, სანდრო დილიშვილი, თან წაიყვანეს და გამოსასყიდად 10 ათასი მანეთი მოითხოვეს, თუმცა დილიშვილი სატუსაღოდან გაიქცა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ სამხედრო-საველე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი ალექსი მორბენაძის სიკვდილით დასჯის სამუდამო პატიმრობით შეიცვალის შესახებ წერდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 21 ოქტომბერს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქარველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და აცნობა, რომ მისი მეუღლე, ელენე ტუსენ-შარაშიძე სამსახურში დააწინაურეს.

1929

ტიპი: გარდაცვალება

1929 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ქართველი ქალი პისტი დოლიძისა სამზარეულოში საქმიანობდა, კაბაზე ცეცხლი მოეკიდა და ცოცხლად დაიწვა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს საფრანგეთში ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილმა თეძოს ძვლის დაზიანება მიიღო, რის გამოც 3 თვე საავადმყოფოში წოლა მოუწევდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ წერს, რომ სამხედრო მინისტრის მოხსენების საფუძველზე მთავრობამ დაადგინა, კავკასიის ლაშქრის ზურგს უკან მყოფი სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარის, გენ. კლიშევსკისა და მისი მდივნის, ნემიროვსკისთვის ათმილიონიანი ფონდიდან სალიკვიდაციო შემწეობად ათას-ათასი მანეთი მიეცა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 21 ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ სიღნაღის მაზრაში ალ. სარაჯიშვილის მკვლელები შეიპყრეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 21 ოქტომბერს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს, შეატყობინა, რომ სტამბაში დასაბეჭდად წაიღო თავისი ნაშრომი, რომელიც შემდეგ გერმანულადაც გამოვიდოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 იანვარს საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობაზე ხელოვნების მუშაკთა კონფერენციისთვის აირჩიეს შემდეგი დელეგატები: პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო აბაშელი, ტიციან ტაბიძე, სოლომონ თავაძე, კონსტანტინე გამსახურდია და ია ეკალაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 იანვარს ხელოვნების სასახლეში ჩატარდა საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობა ტიციან ტაბიძის თავმჯდომარეობით.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ შალვა აფხაიძის სტატია „თავისუფალი ლექსი“ გამოქვეყნდა.