საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89237

1961

ტიპი: თანამდებობა

1961 წელს იან ბრაუნი ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მისი თაოსნობით ჩამოყალიბებულ ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა.

1961

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1961 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე გუდიაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1961

ტიპი: ღონისძიება

1961 წელს დავით ალექსანდრეს ძე თორაძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1961

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1961 წელს ოთარ ლავრენტის ძე თევდორაძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1961

ტიპი: ღონისძიება

1961 წელს არჩილ პავლეს ძე კერესელიძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1961

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1961 წელს ირაკლი ლავრენტის ძე მათიკაშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1961

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1961 წელს მიხეილ დიმიტრის ძე რჩეულიშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს გამოქვეყნდა აკაკი გაწერელიას მონოგრაფია „ვაჟა-ფშაველა“.

1961

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1961 წელს სულხან თევდორეს ძე ცინცაძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ბენაშვილის ნარკვევი „კოლაუ ნადირაძე“.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს გამოქვეყნდა სოლომონ ხუციშვილის ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევი „ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ნეკროპოლი”.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის საბავშვო ლექსების კრებული „სექტემბერმა გაგვიცინა”.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის ლექსების კრებული „სიმღერაში დამათენდა”.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 4 ოქტომბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ მიუნხენში გაიოზ მაღლაკელიძეს დირექტორთა სამმართველოს წევრობა მიულოცა.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 4 ოქტომბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი მეგობრის შვილს საბჭოთა ექიმები ვერაფრით შველიდნენ. სთხოვა, გერმანიაში კარგ პროფესორთან ეკითხა, ეპილეფსიით დაავადებული მოზარდისთვის როგორ უნდა ემკურნალათ.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 12 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გრეტა მაღლაკელიძეს მამის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წლის 12 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ ლიზა ცაგარელსა და კოლია საღარაძეს მიულცა ქორწინებიდან 50 წლისთავი და საქართველოდან 28 წლით წასული შვილის – ლევიკოს დაბრუნება.

1960

ტიპი: თანამდებობა

1960 წლის მაისში გაიოზ მაღლაკელიძემ დიუსელდორფში სამსახური მიატოვა და საცხოვრებლად შტუტგარტში გადავიდა.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 16 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მათი ნათესავისთვის გერმანიიდან დამამშვიდებელი წამალი „არტანე“ გაეგზავნა.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 16 მაისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს გრეტა მაღლაკელიძეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს საქართველოს სსრ სახელმწიფო წიგნის პალატას „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა ჰქონდა განზრახული, ამიტომ აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა ეცნობებინა, რა ტიპის სტატიის დაწერას აპირებდა, რომ რედაქციას გაეთვალისწინებინა.

1960

ტიპი: თანამდებობა

1960 წელს გაიოზ მაღლაკელიძე დირექტორთა სამმართველოს წევრი იყო.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წელს გაიოზ მაღლაკელიძე სამსახურის გამო დიუსელდორფიდან საცხოვრებლად შტუტგარდში გადავიდა. რუპოლდინგში მყოფ ვამეხ მაღლაკელიძეზე კი გრეტა მაღლაკელიძე ზრუნავდა.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა პიესა „ფიროსმანი”.