რეგისტრირებული ფაქტები87041
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ვასილის ძე სტეფანოვი გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ დამაარსებელი და რედაქტორი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ს. ანანოვის, გასპარიანცისა და მკრტიჩიანცის საქმის განხილვის გაგრძელება დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ს. ანანოვის, გასპარიანცისა და მკრტიჩიანცის საქმის განხილვა დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 იანვარს ვალერიან გუნიას მონაწილეობით ქართულ თეატრში დადგეს დრამა „ედმონდ კინი“.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ეკატერინე მელიქიშვილი-მესხისა ჟურნალ „ქართული ბიბლიოთეკის“ რედაქტორად მოიაზრებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 იანვარს სიმონ რცხილაძე თბილისის ეპარქიის სამღვდელოების საქალებო სასწავლებლის კრებას ესწრებოდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, სილიბისტრო თოფურიძე გეჯეთის სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვარს გაზეთ „ნობათის“ რედაქტორ ალექსანდრე ღულაძის განცხადებით, რედაქციამ ქუთაისის ერთ-ერთი ციხის პატიმარს თხოვნა შეასრულა და გამოსული ნომრების თითო ეგზემპლარი ოქროპირ კაჭუხიძის სახელზე გაგზავნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ეპისკოპოსის მიერ ოზურგეთში დაარსებული საქალებო ეპარქიალური სკოლა უსახსრობის გამო დაიხურა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ზაქარია გულისაშვილი სოფელ მეტეხის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ქუთაისის სასოფლო სკოლების ინსპექტორი ქორქაშვილი სოფელ გეჯეთში ახალი სკოლის გახსნას დაესწრო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 17 იანვარს ილიარიონ მაჭარაშვილი ვანის საეკლესიო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ილარიონ მაჭარაშვილმა სოფელ ვანში საეკლესიო სამრევლო სკოლა გახსნა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ილარიონ მაჭარაშვილი მღვდელი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვარს „დროების“ რედაქციამ „ნობათის“ რედაქციისგან საჩუქრად მიიღო გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში კონსტანტინე ყიფიანის ბენეფისი გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ანთაძემ სოფელ ვარძიაში საკუთარი ხარჯით სკოლა ააშენა და იქ პედაგოგად მუშაობდა.

