საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ნახევარ–მილიონი მანეთი მიეცათ ბუღალტრისთვის და გადამწერისთვის, თითოეულისთვის ცალ–ცალკე. სულ – 3 მილიონი. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ნახევარ–მილიონი მანეთი მიეცათ ბუღალტრისთვის და გადამწერისთვის, თითოეულისთვის ცალ–ცალკე. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ უარი ეთქვათ დიმიტრი უზნაძისთვის ჰონორარის ასაღებად მოწმობის მიცემის თაობაზე, რადგან წიგნის ავტორებისთვის ჰონორარი მაშინ უნდა მიეცათ, როცა თავად საზოგადოება მიიღებდა განათლების კომისარიატის მიერ წაღებულ წიგნების საფასურს. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვში საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში პურის გაძვირების შესახებ შეატყობინა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 თებერვალს გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძემ თბილისიდან მოსკოვში საბჭოთა ხელისუფლებას შეატყობინა, რომ რუსული მანეთის კურსი საქართველოში 50-60%-ით დაეცა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 2 თებერვალს სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, საქართველოს წითელი არმია გაეძლიერებინათ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 2 თებერვალს იოსებ სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, რომ, როგორც კი შეიქმნებოდა საქართველოს წითელი არმია, რუსეთის წითელ არმიას ქვეყნიდან გაიყვანდნენ.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის თებერვალში სიღნაღის მაზრის ერთ-ერთ სოფელში ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეხლა-შემოხლა მოუხდა ხელისუფლებასთან, რის გამოც ის დაიჭირეს. იმავე პერიოდში, სიღნაღის რევკომში ჩეკადან ქაქუცა ჩოლოყაშვილის დატუსაღებისა და თბილისში გაგზავნის საიდუმლო ბრძანება მიიღეს. რევკომში მდივნად მსახურობდა ქაქუცას ათასეულის ერთი ყოფილი ოფიცერი, კაპიტანი დათა გომელაური, მან მიღებული ბრძანება გადამალა და ეს ამბავი მეგობრებს შეატყობინა. ჩოლოყაშვილის რაზმის წევრები იმავე ღამეს რევკომს თავს დაესხნენ, გალახეს მილიცია და გაათავისუფლეს ქაქუცა. ორი-სამი დღე ალვანის ტყეში დაბანაკდნენ მიხა ბალიაშვილი, ვანო თამაზაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, მიშა ნაცვლიშილი, ს. ჩითინაშვილი და ქიზიყელი ბიჭი ქარუმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის პირველ თებერვალს დაგეგმილი იყო მწერალთა კავშირის საბჭოს ყოველთვიური გაზეთის „ლაშარის“ გამოცემა, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: ტიციან ტაბიძე, პავლე ინგოროყვა და ვახტანგ კოტეტიშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის ახალი ყოველთვიური ჟურნალი „ლაშარი“ ტიციან ტაბიძის, პავლე ინგოროყვასა და ვახტანგ კოტეტიშვილის რედაქტორობით.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „მისტერია მზის“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ ნიკოლოზ მიწიშვილის ლექსი „წაგებული ბიოგრაფია“ გამოქვეყნდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ კოლაუ ნადირაძის ლექსი „ასპინძის ომი“ გამოქვეყნდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ლ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ალი არსენიშვილის წერილი „ინფერნალი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ლ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ მიწიშვილის წერილი „პეტრ ვერხოვენსკი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ლ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „მისტერია მზის“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „ფრანგი პოეტები“ გამოქვეყნდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ლ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა კოლაუ ნადირაძის ლექსი „ასპინძის ომი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის პირველი თებერვლის „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ სარედაქტორო სვეტი დოსტოევსკის მიუძღვნა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გრიგოლ რობაქიძის წერილი „დოსტოევსკი“ გამოქვეყნდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ შალვა აფხაიძის სტატია „თავისუფალი ლექსი“ გამოქვეყნდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის თებერვლიდან დაგეგმილი იყო მწერალთა კავშირის ახალი გამოცემის, „ლაშარის" გამოსვლა, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: პავლე ინგოროყვა, ტიციან ტაბიძე და ვახტანგ კოტეტიშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გრიგოლ რობაქიძესა და პავლე ინგოროყვას ესთეტიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა შალვა დადიანს თეატრისა და ქორეოგრაფიის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.