რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე კონსტანტინე მესხს რომანების ანგარიშში გადასცეს 6 მან., ზაქარია გრიქუროვს – 32 მან., ასევე გაიღეს ვასილ ბეჟანიშვილთან წიგნების გასაგზავნი თანხა 1.20 მან. და სხვა ხარჯები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე ანასტასია წერეთლისას სურათების ანგარიშში გადასცეს 6 მან., როდონოვის ქვრივს – 2 მან., გ. კოტეტიშვილს წინარეხის სკოლისთვის – 2 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 8 მან., ასევე გასცეს იაკობ გოგებაშვილის სახელით მღვდელ ბესარიონ ფირცხალავასთან წიგნების გასაგზავნი – 1 მან., ვასილ ბეჟანიშვილთან – 1 მან., ანასტასია ხოშტარიასთან – 38 კაპ. და ა. შ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ექვთიმე თაყაიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა, რომ მოამბის გამომცემელმა ალექსანდრე ჯაბადარმა გუჯრების დაბეჭდვისათვის მოითხოვა 200 მანეთი, სამაგიეროდ კი გამგეობას გადასცემდა 100 ცალ, 500 გვერდიან, ერთ ტომად შეკრულ გუჯრებს. გამგეობამ განაცხადა, რომ ჯაბადარს გადასცენ 20 თუმანი, ამ ფულიდან 10 თუმანი გადასცენ მაშინ, როცა ის წარმოადგენს გუჯრების პირველი ტომის 50 ეგზემპლარს, ხოლო დანარჩენი 10 თუმანი მეორე ტომის 50 ეგზემპლარის წარმოდგენის შემდეგ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ნიკოლოზ მთვარელიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უდეს სახალხო ბიბლიოთეკიდან, რომ გაეგზავნათ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები: „დედა ენა“ და „ბუნების კარი“. ჟურნალ-გაზეთების გამოწერასა და წიგნების გაგზავნაზე გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან სამსონ გრიგოლის ძე გახარია დაინიშნა ჭოღის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის 10359.18 მანეთი ჰქონდა განსაზღვრული, სათადარიგოდ – 8855.95 მანეთი, წიგნებისთვის კი – 1555.18 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე მაჩაბელს წიგნებზე მუშაობისთვის 5.36 მანეთი გადაუხადა.
1894
ტიპი: ავტორობა
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების შემოწირულობებს – წიგნებს, ხელნაწერებს, ძველ ფულს, სურათებსა და არქეოლოგიურ ნივთებს – იღებს მდივანი. მან ყველა შემოწირულობის შესახებ გამგეობას უნდა აუწყოს.