რეგისტრირებული ფაქტები81218
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს თბილისსა და ბათუმში სამხედრო მინისტრსა და მიხაილოვსკის სიმაგრის კომენდანტს, რომელშიც საჭიროდ მიიჩნევს შეწყდეს საომარი მოქმედებები, რადგან გაჩნდა იმედი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
რკინიგზის სასწავლო კომიტეტმა განიხილა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის თხოვნა და აცნობა, რომ ის სამტრედიის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად დაამტკიცეს. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა აბულაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მთავარგამგისგან უარი მიიღო, რადგან მას შესაბამისი წოდება არ ჰქონდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მარტს აკაკი ჩხენკელი წერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმში სიმაგრის კომენდანტის, მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორისთვის, ხოლო ასლებს მინისტრებისთვის, ნოე რამიშვილისა და ნოე ჟორდანიასთვის გადასაცემად, რომელშიც ამცნობს მოწინააღმდეგის პოზიციის ვარაუდს და სთხოვს მათ, შეაჩერონ საომარი მოქმედებები. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის განცხადება, რომ ის ჯარისკაცები, რომელთაც 26 აგვისტოდან საგანგებო სამხედრო სასამართლოების მიერ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი და, რომლებიც ფრონტზე გაიგზავნენ, სასჯელისგან პირობით განთავისუფლდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერინარულ-სანიტარული განყ-ის გამგე ვ. ლაშხაური თელავის მაზრაში გაემგზავრა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო ადგ. ორგანიზაციების მოსაწყობად.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ქართულ-ფრანგული სავაჭრო პალატის საბჭომ დაადგინა, პალატის საპატიო წევრად აირჩიოს ამიერკავკასიაში მყოფი საფრანგეთის ყოფილი უმაღლესი კომისარი გრაფი დე-მარტელი.
ტიპი: ავტორობა
1920 წელს გამოვიდა ევ. ნიკოლაძის „საქართველოს ისტორია“ (გამომც. „მერანი“. ქუთაისი) – სახელმძღვანელო საშ. სასწავლებლის VI კლასის მოწაფეთათვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს საერთაშორისო კლუბში (პეტრე დიდის ქ. N6) ბოშათა რომანსებს შეასრულებენ: თამარა წერეთელი, ოლღა დუნდერი, ს. ი. ლიახოვი, ბორის პროზოროვსკი. ყოველდღე უკრავს ორკესტრი სტუკელის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა სტატია „ნარკვევი ჟურნალ-გაზეთებიდან“, რომელშიც გაკრიტიკებულია „ტიფლისკი ლისტოკი“ „პოლიტიკურ“ გაზეთად გადაქცევის გამო. მაგალითისთვის მოყვანილია ალექსანდრე შირსკის სტატია, რომელშიც ის წერს, რომ მოხალისეთა ჯარსა და მთავრობას შორის უპირატესობა მას უნდა მიეცეს, რომელიც რუსეთის დემოკრატიას წარმოადგენს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ სისხლის სამართლის მილიციის უფროსის განკარგულებით დააპატიმრეს მილიციელი ივანე სიხარულიძე, რომელსაც ბრალდებოდა მკვლელობა და სხვა დანაშულებები.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ სისხლის სამართლის მილიციის უფროსის განკარგულებით ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს ამავე მილიციის უფროსი მილიციელი პ. პასტალოვსკი.
1919
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის პორველ ივნისს კოჯრისკენ გაემგზავრება სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტთა ექსკურსია პროფესორ ქურდიანისა და ასისტენტ ყანჩელის ხელმძღვანელობით ბოტანიკაში პრაქტიკული ვარჯიშისთვის.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ ბაქოს ქართველთა ნაციონალურმა საბჭომ აზერბაიჯანის პარლამენტიდან გაიწვია თავისი წარმომადგენელი ცხაკაია და მის ნაცვლად დანიშნა ვლადიმერ ბაქრაძე.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წლის მაისში შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ ირაკლი ბაგრატიონს მსოფლიოს მონარქისტული მოძრაობის კრებაზე დასწრება და ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის სახელით სიტყვით გამოსვლა ურჩია.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წლის მაისში ესპანეთში მყოფმა ირაკლი ბაგრატიონმა გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ რეზო გაბაშვილისა და გენერალ კვინიტაძის ეროვნულ-პოლიტიკურ ცენტრს დახმარებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარის ევ. გეგეჭკორისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს საომარ მდგომარეობას არდაგანში, ყარსსა და ბათუმში. სიტუაციის გამოსასწორებლად მას მიაჩნია საჭიროდ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რათა ამოქმედდეს ბრესტის ხელშეკრულება. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.