საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81217

1959

ტიპი: გარდაცვალება

1959 წლის 3 იანვარს გიორგი პავლეს ძე ერაძე აკაკი ჩხენკელის უბედური შემთხვევის შესახებ წერს. ამ შემთხვევიდან 2 დღეში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი პარიზში გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მარტს დაბა ლაილაშში (ლეჩხუმის მაზრა) გამართულ კრებაზე აირჩიეს ლაილაშის დრამატული საზოგადოების გამგეობა: თავმჯდომარედ – გ. ჩაჩხიანი, მოადგილედ – ვ. გულბანი, მდივნად – ი. კოპალიანი, ხაზინადრად – თ. ქარსელაძე, თავისუფალ წევრად – მ. დალაქიშვილისა და კანდიდატებად – ალ. ალხაზაშვილი, შ. და გრ. მჟავანაძეები, სარევიზიო კომისიის წევრებად – გ. მახარობლიძე, მ. ბერუჩაშვილისა, მ. ალხაზიშვილი; შეიქმნა სცენის მოყვარეთა დასი შ. მჟავანაძის რეჟისორობით.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ბარათში გამოხატავს მადლიერებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ, იმ თვის 26 რიცხვის გზავნილთან დაკავშირებით.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 8 აპრილს თბილისში დაკრძალეს მინადორა გორგილაძისა, რომელიც ს.დ.მ.პ. ლიტერატურას არალეგალურად ავრცელებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. რუხაძის ლექსი „მაისი“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 მაისს მწერალთა კავშირის საბჭო სახელმწიფო თეატრში გამართავს საზეიმო საღამოს ბელეტრისტ შიო არაგვისპირელის (დედაბრიშვილის) პატივსაცემად, წერს „ერთობა“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ განათლების სამინისტროს დავალებით ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორმა ზაალიშვილმა დაამთავრა თბილისის კერძო სრულუფლებიანი გიმნაზიების რევიზია.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 24 სექტემბერს აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ სოსიპატრე ასათიანი აღარ ასრულებს მის მოვალეობებს.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 25 ივნისს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლონგშამპის რბოლებზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის მაისში სოფელ სვიმონეთში სახადით გარდაიცვალა პრივატდოცენტი დავით ალექსის ძე ყიფშიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N174 ბრძანებით დანიშნულია გორის საოსტატო სემინარიასთან არსებული ორკლასიანი სკოლის პედაგოგად ი. გ. კოპინაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მაისს სახელმწიფო თეატრში ო. ა. შულგინას ბენეფისია. შეასრულებს ეთერის როლს ზ. ფალიაშვილის „აბესალომსა და ეთერში“, იუწყება „ერთობა“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 173 ბრძანებით, გრიგოლ მიხეილის ძე ვართანოვი გორის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 172 ბრძანებით, თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 29 მაისს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის ბარათს სიამის ელჩს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემასთან დაკავშირებით და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ ერევნის მუსულმანთა და სომეხთა თავმჯდომარეებს, ქალაქისთავს და სხვებს დეპეშა გაუგზავნა ერევანსა და მაზრებში მომხდარ ეროვნებათ შორის სისხლისღვრასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ ასევე აგაევი, ტიგრანიანი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 29 მაისს პარიზში საქართველოს მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა და მისმა მეუღლემ მადლობის ბარათი გაუგზავნეს რექტორს, პარიზის უნივერსიტეტების საბჭოს პრეზიდენტსა და სებასტიენ შარლეტის, სორბონაში საღამოს გასატარებლად მიწვევისთვის, რომელიც უნდა გამართულიყო 1-ლ ივნისს, 9 სთ. 30 წთ-ზე. ჩხენკელი დიდი სიამოვნებით დაესწრება, ხოლო მეუღლე ვერ დაესწრებაო, ნათქვამია ბარათში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 170 ბრძანებით, თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგი ვერა ფრიცლერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 170 ბრძანებით გაიანე ანტონის ასული ლომოური-მელითაურისა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის არითმეტიკის მასწავლებელად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 თებერვლის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. რუხაძის ლექსი „მოწოდება“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N170 ბრძანებით, ს. კიღურაძე თბილისის ებრაელთა გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 27 მაისს აკაკი ჩხენკელი უგზავნის შეტყობინების ბარათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ სოსიპატრე ასათიანი აღარ ასრულებს მის მოვალეობებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყებოდა, რომ 1918 წლის 27 თებერვალს რუსეთის დიდი რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ალექსანდრე ლომთათიძე ლექციას წაიკითხავდა. წარმოდგენილი იქნებოდა იაკობ ცინცაძის (ია ეკალაძის) დრამა „ნომერი 21 ჯვრით“.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 25 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ დაიკარგა ჯარისკაცი ბარნაბა დათას ძე გვახარია, რომელიც მოქმედ ლაშქარში – კავკასიის მე-18 მსროლელთა პოლკში მსახურობდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 13 აპრილს აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ ჟენევაში გამგზავრების გამო, საქმეების მართვა გადასცა დელეგაციის პირველ მდივან სოსიპატრე ასათიანს.