საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90453

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საქმეთა მმართველის მოწვევის საკითხი დასვეს. მას უნდა ემუშავა საზოგადოების კანცელარიაში, ეხელმძღვანელა საგამომცემლო და კულტურული საქმიანობისთვის, ეწარმოებინა მიწერ-მოწერა, მოეწვია კრებები და სხვ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა მომდევნო კრებისთვის გადადო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილის გამოცემის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, მის გამოსაცემად შესაბამისი ზომები მიეღოთ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო ბანკმა გამგეობას 110 მილიონ მანეთად დაგირავებული საქონლის გამოსყიდვა შესთავაზა. გამგეობამ დაადგინა, ბანკის ხაზინაში შეეტანა 60 მილიონი მანეთი საბეჭდი ქაღალდის დასახსნელად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ გამგეობას წიგნსაცავ-მუზეუმიდან წიგნებისა და ხელნაწერების შინ წაღების ნებართვა სთხოვა. მას თავდებად პროფესორი კორნელი კეკელიძე ედგა. გამგეობამ ჯაკობიას უარი უთხრა..

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად საზოგადო კრების ჩატარებამდე დაეწყოთ მუზეუმში სარევიზიო კომისიის მიერ დასახელებული ნაკლის გამოსწორება. გამგეობის დადგენილებით, დავით კარიჭაშვილს დაევალა წიგნსაცავ-მუზეუმის საქმეთა გაუმჯობესებისა და მოწესრიგების შესახებ მოხსენების მომზადება.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზიდიუმის თანხმობით პროფესორ პეტრე მელიქიშვილს საჩუქრად გადასცეს 300 000 მანეთის ღირებულების ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა სრული კრებული.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის ნოემბერში იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილი შეასწორა და შეავსო კომისიამ, რომლის წევრები იყვნენ პავლე მეტრეველი, ათანასე ხარაბაძე, ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 31 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N12) ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტმა პარიზში გამოსცა 300-გვერდიანი წიგნი „სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო“. პირველ ნაწილში დაბეჭდილია წერილები სოციალისტური ინტერნაციონალის წარმომადგენლებისა, რომლებმაც წინა წელს საქართველოში იმოგზაურეს: სამი – რამსეი მაკდონალდისა, ერთი – ტომ შოუსისა.

1922

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველოს“ (N12) ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის მიერ პარიზში გამოცემული წიგნის „სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო“ პირველ ნაწილში დაბეჭდილია მგზავრის დაკვირვებანი ეთელ სნოუდენისა და ემილ ვანდერველდესი, სოციალისტური ინტერნაციონალის წარმომადგენლებისა, რომლებმაც წინა წელს საქართველოში იმოგზაურეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 28 ოქტომბერს სერგო ორჯონიკიძე ლენინს საქართველოდან ბუდუ მდივნის მოსკოვში სამუშაოდ გაწვევის აუცილებლობაზე სწერდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 28 ოქტომბერს სერგო ორჯონიკიძე ვლადიმერ ლენინს საქართველოდან ფილიპე მახარაძის მოსკოვში სამუშაოდ გაწვევის აუცილებლობაზე სწერდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 28 ოქტომბერს სერგო ორჯონიკიძე ცდილობდა, ვლადიმერ ლენინი დაერწმუნებინა, რომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გადადგომა ხელს შეუწყობდა სომხებსა და აზერბაიჯანელებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 28 ოქტომბერს სერგო ორჯონიკიძე ვლადიმერ ლენინს საქართველოდან სერგო ქავთარაძის მოსკოვში სამუშაოდ გაწვევის აუცილებლობაზე სწერდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ივანე ელიაშვილი და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მეორე ქართულმა გაერთიანებულმა საარტილერიო დივიზიონმა გამგეობას წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მოეთხოვა იმ წიგნების სია, რომლებიც ჰქონდათ და სხვები გაეგზავნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უნივერსიტეტმა გამგეობას შეატყობინა, რომ 29 ოქტომბერს, 12 საათზე, პროფესორ ალექსანდრე ცაგარელს საიუბილეო დღესასწაულს  უმართავდა. გამგეობამ დაადგინა, იუბილეს საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე დასწრებოდნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ზ. ლომთათიძემ გამგეობას მეტეხის ციხეში მყოფი ხევსური პატიმრებისთვის წიგნები სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ოქტომბერს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი მიხეილ ოკუჯავა საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ოქტომბერს ვლადიმერ ელიზბარის ძე დუმბაძე საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ოქტომბერს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი კ. მ. ცინცაძე საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ოქტომბერს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი ეფრემ ეშბა საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ოქტომბერს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველი პლენუმი, რომლის თავმჯდომარე იყო ბესარიონ ლომინაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ოქტომბერს კირილე კაკაბაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 ოქტომბერს იოსებ სტალინმა სერგო ორჯონიკიძესა და მამია ორახელაშვილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გადადგომის შესახებ შეატყობინა.