საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81414

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს ბაქოს დრამატულ წრეში რამდენიმე წარმოდგენის გამართვის შემდეგ ვალერიან შალიკაშვილი ჭლექით დაავადდა და დასს ჩამოშორდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს რეჟისორი იუზა ზარდალიშვილი ბაქოს დრამატული საზოგადოების დასში მიიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ გამოქვეყნდა ვასილ როინიშვილის ლექსი „მეკვლე“.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ვარდენ ივლიანეს ძე ლორთქიფანიძე მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-уლი იანვრის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის „ელეგია“.

1812

ტიპი: ღონისძიება

1812 წლის 19 აგვისტოდან წელიწადში ერთხელ დავით ჯაფარიშვილი სხვავის მონასტერს ხუთ კასრ საზედაშე ღვინოს სწირავდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მოთხრობა „არწივის ბარტყები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ XII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „კი არა ჰგავს ჩემს სამშობლოს...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის ხელმწიფის წინაშე წარმოთქმული სიტყვა ქართული კულტურული დაწესებულებების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ კ. ფოცხვერაშვილის კონცერტი (7 დეკემბერს)“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის თხზულების „ცრემლების კრიალოსანი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „მეც მწამს“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერი ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (სუნთქვა) II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „ხაშურის თეატრი გარშემო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. დათიაშვილის თხზულება „უკვდავების ძახილში“.

1914

ტიპი: გარდაცვალება

შტაბს-კაპიტანი ალექსანდრე მაჭუტაძე I მსოფლიო ომში, 1914 წელს, მოკლეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 დეკემბერს სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით თბილისის ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ პიესა „გაწყვეტილი სიმი“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 დეკემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში ავქსენტი ცაგარლის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამა „უმუშევარნი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: გარდაცვალება

საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი 1914 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ვასილ არაბიძე ჭიათურის თეატრის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი ლევან კ. ზუბალაშვილი“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 6 იანვარს თბილისის „კრუჟოკის" დარბაზში თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად გაიმართა მეჯლისი, რომლის გამგე იყო ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანი. ბილეთის ფასი – 2 მან. და 10 კაპ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 28 დეკემბერს თბილისელმა ვაჭარმა სარქის ოგანეზოვმა პოლიციის მე-2 ნაწილში განაცხადა, რომ მის სამკერვალოში ბოროტმოქმედები შეიპარნენ და 82 მანეთის ტანისამოსი გაიტანეს.

1817

ტიპი: ღონისძიება

1817 წლის 24 ოქტომბერს ბახუტა ბაქრაძემ სხვავის მონასტერს შესწირა სხვავის მცხოვრებლები, ყმები დავითიკი, ივანიკა და შაქარა ქურციკიძეები.