საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86984

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1908 წლებში სოლვიჩეგოდსკში გადასახლებულმა იროდიონ ევდოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დახმარება სთხოვა, რადგან თავის რჩენის საშუალება არ ჰქონდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ნიკოლოზ ქანანოვი და დავით ავალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრობის კანდიდატებად იყვნენ წარდგენილები.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა გეგმავდა პედაგოგიური კურსების დაარსებას, რაც დროებით შეჩერდა, რადგან ნიკო ცხვედაძის განცხადებით, ეს პროექტი არ შეესაბამებოდა სახალხო მინისტრის მიერ დამტკიცებულ წესდებას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 10 ოქტომბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა სტეფანე შიუკოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ეცნობებინათ, რომ მათი გაგზავნილი თანხა მიიღეს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას მისწერა, რომ უგზავნიდნენ კრილოვის იგავ-არაკებს, „Руское слово“-ს, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“, „ბუნების კარს“ და ამ წიგნების ანგარიშს. წერილს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იონა გიორგის ძე გაბუნიას წერილი, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას სოფელ ბანძაში ბიბლიოთეკის გახსნაზე.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა, დავით კარიჭაშვილმა წერილით აცნობა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას, რომ გაუგზავნეს მოთხოვნილი სახელმძღვანელოები, რომელთა საფასური იყო 27 მანეთი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ჟენევაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა წერილი იქაური ქართული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ეთხოვათ, სერაპიონ დადუნაშვილისთვის მიეწოდებინათ დაწვრილებითი ცნობები.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 ოქტომბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ მოთხოვნილი წიგნების თანხა გაუგზავნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ აპრილს გაღებული ჰქონდა სამკითხველოს ქირისთვის – 8 მანეთი, გამგის ჯამაგირისთვის – 15 და შესაწევრისთვის – 10, მსახურის ჯამაგირისთვის – 1.50, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 1.09 მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელის ზედამხედველმა მიხეილ ივნეს ძე ილურიძემ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გაეგზავნათ არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძის ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოს 60 ეგზემპლარი, თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო – 5, „ქართველი პოეტების კრებული" (რუსულ ენაზე) და სულხან (ტიხონ) ბარათაშვილის (ბარათოვის) საქართველოს ისტორია – 2-2, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის რუსული მეტყველება (Русская речь) და 15 ცალი „Христоматия Полевого".

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა იაკობ მანსვეტაშვილმა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ მათი მოთხოვნილი ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის საფასური 12. 50 მანეთი იყო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 1-ლ მარტს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, წიგნებისათვის გაგზავნილი თანხის მიღება დაედასტურებინათ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 27 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა, მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით სთხოვა, 3 სექტემბერს გაგზავნილი თანხის მიღება დაედასტურებინა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილმა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას მისწერა, რომ წიგნების შესაძენად გამოგზავნილი თანხა მიიღო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, იაკობ მანსვეტაშვილმა, თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეატყობინა რვეულების თანხისა და საფოსტო ხარჯის ანგარიში.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 14 თებერვალს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ივანეს ძე ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის გაგზავნა სთხოვა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 13 ივლისს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა სტეფანე შიუკაშვილმა (შიუკოვმა) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ივანე კრილოვის იგავ-არაკების, „Русское слово“-ს, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ გაგზავნა სთხოვა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 18 ოქტომბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა სტეფანე შიუკაშვილმა (შიუკოვმა) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების გაგზავნა სთხოვა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, იაკობ მანსვეტაშვილმა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შესაძენი რვეულების საფასური შეატყობინა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 24 ოქტომბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა სტეფანე შიუკაშვილმა (შიუკოვმა) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას რვეულების გაგზავნა სთხოვა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 3 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის სასულიერო სასწავლებელს მოთხოვნილი წიგნების ანგარიში გაუგზავნა. წერილს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.