რეგისტრირებული ფაქტები90463
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების მისაღებად კონკურსისთვის თხზულებები წარადგინეს კიტა აბაშიძემ, სიმონ ავალიანმა, სოლომონ თამარაშვილმა, მელიტონ კელენჯერიძემ, ლუკა რაზიკაშვილმა, მიხეილ ყიფიანმა და ნიკოლოზ ერისთავმა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად გიორგი ვასილის ძე დალაქიშვილს სტიპენდია დაუნიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სარაჯიშვილის სახელობის სამი სტიპენდია დაარსდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ილია შუბლაძე სოფელ დვირის ეკლესიაში მსახურობდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძის განცხადება საზოგადოების გამგეობის წევრობიდან განთავისუფლების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 იანვარს ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძის ნაცვლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად ივანე პეტრეს ძე ჭავჭავაძე მიიწვიეს.

