საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86735

1883

ტიპი: გარდაცვალება

1883 წლის 24 ივლისს საქარის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი გიორგი დავითის ძე საყვარელიძე გარდაიცვალა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ საგურამოში იონა მეუნარგიას უმასპინძლა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 14 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ლექსი „ბაზალეთის ტბა“ დაწერა.

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე, თბილისის რეალური სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი, დაიბადა 1883 წლის 12 ივლისს. იყო მართლმადიდებელი.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძეს ჟურნალ „ივერიაში“ თავისი ლექსის “ბაზალეთის ტბის“ გამოქვეყნება სურდა. მან ამონაბეჭდი წარადგინა საცენზურო კომიტეტში, მაგრამ მისი დაბეჭდვა აიკრძალა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისიდან ილია ჭავჭავაძე დამოუკიდებლად განაგრძობს გაზეთ „ივერიის“ გამოცემას.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისში ივანე მაჩაბელმა გაზეთ „ივერიის“ თანარედაქტორობაზე უარი განაცხადა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ივლისის ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომრებში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 24 ივნისს ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების შესაბამისი პროგრამით სოფელ თონეთში სკოლის გახსნის ნებართვის თაობაზე.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საგარეჯოში ახალგახსნილი ქალთა სახელოსნო სკოლის თხოვნა მასწავლებლის დანიშვნისა და დაფინანსების შესახებ ვერ დააკმაყოფილეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, ბათუმის სკოლისთვის მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით მაზრის გუბერნატორ ალექსი სმეკალოვის წერილი მიიღეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოსე ნათაძის წლიური ანგარიში განიხილეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 23 ივნისის გაზეთ „დროებაში“ დავით კეზელის სტატია „კრიტიკული შენიშვნები „ივერია“ წიგნი ΙV“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: გარდაცვალება

1883 წლის 8 ივნისს მუხურის წმ. გიორგის (საკვირაოს) ეკლესიის მღვდელი სიმონ ტიმოთეს ძე აბესაძე გარდაიცვალა.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის 8 ივნისს სიმონ ტიმოთეს ძე აბესაძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ივნისში ჟურნალ „იზიაშჩნაია ლიტერატურას“ ნომერში ნიკო ნიკოლაძის მიერ თარგმნილი „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები“, გამოქვეყნდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 28 მაისს გაზეთ „დროებაში“ ნიკო ხიზანიშვილის წერილი „ჩვენს ლიტერატურულ კეთილ-წესიერებაზედ“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძემ წარმოდგენების გამართვასა და დრამატული საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 მაისს გაზეთ „შრომაში“ ესტატე მჭედლიძის სტატია „ბატ. ილ. ჭავჭავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 მაისს გაზეთ „შრომაში“ დაიბეჭდა ესტატე მჭედლიძის სტატია „ბატ. ილ. ჭავჭავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძისგან გამოცდების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების წლიური კრება დანიშნეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, ცხინვალის სკოლის გამომძიებელ ნიკოლოზ ხიზანიშვილს ვახტან VI-ის „სამართლის წიგნის“ ხელნაწერი დროებით ათხოვეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 8 მაისის გაზეთ „დროებაში“ დავით კეზელის „საკვირაო მასლაათი, კისრული“ დაიბეჭდა.