რეგისტრირებული ფაქტები85224
სორტირება თარიღი კლებადობით
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ ბათუმის სკოლის მმართველ ალექსანდრე ნანეიშვილს მისწერა, რომ საზოგადოების გამგეობა უკმაყოფილო დარჩა სკოლიდან მუსლიმი მასწავლებლის, ჰასან ეფენდის დათხოვის გამო და სკოლაში მუსლიმი ბავშვების მიზიდვა სთხოვა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი“, რომელიც ილია წინამძღვრიშვილსა და ივანე პოლტორაცკს მიუძღვნა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ბათუმის სკოლა გაიხსნა, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება განაგებდა და მოსე ივანეს ძე ნათაძე მართავდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს გაბრიელ ქიქოძე ქუთაისის სახალხო სკოლების მასწავლებლების კრებაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში.
1881
ტიპი: ორგანიზაცია
1881 წელს სესირყვა ლაკერბაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სილიბისტრო თოფურიძე სენაკის მაზრის სოფელ ნოსირის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი იყო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის სექტემბრიდან 1885 წლის 4 მაისამდე მიხეილ თავამაშვილი, მათე ალანია და ანტონ ნალბანდიშვილი ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე იყო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი იყო საზოგადოების მდივანი.
1881
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საერთო ყრილობის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იმ დღესვე არ იღებენ, ამისთვის მეორე შეხვედრაა საჭირო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს იერემია ჭარელოვი სიღნაღის მაზრის სოფელ მაღაროს სკოლის მასწავლებელი იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების აზრით, ბიბლიოთეკები უნდა აღჭურვილიყო კარგი ქართული წიგნებით, რომლებიც ხალხისთვის წასაკითხად გამოდგებოდა და მასწავლებლებისთვისაც საჭირო იქნებოდა. დადგენილებას ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი, თევდორე დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე და იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობა სოფელ ვეჯინის, კაკაბეთის, რუისის კერძო საქალებო და სტეფანწმინდაში ბართლომე ღუდუშაურის მიერ გახსნილ კერძო სკოლას დაეხმარა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.