რეგისტრირებული ფაქტები88256
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავი 7 მარტს არწრუნისეულ თეატრში ქართული ლიტერატურის შესახებ ლექციას წაიკითხავდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, ვლადიმერ გედევანიშვილი თავისუფალ დროს ცნობილ ადამიანთა ბიუსტებს ქმნიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ზაფხულში, ბარბარე ბარათაშვილის თიანეთის მამულში ქართული ჯარის ნაწილს მოათავსებდნენ.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, პაპიტოვი თბილისის პირველ დაწყებით სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ ბათუმის სკოლის თანამშრომლებს ხელფასი გაუგზავნა, მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს 66. 66 მანეთი, ხოჯას – 20 და მოსამსახურეს – 10, სულ 96. 66 მანეთი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში ილია ჭავჭავაძე აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსი ვაჟის, ნიკოლოზ დადიანის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შემოწირული ქართული ხელნაწერების, ასევე მამისეული მდიდარი ბიბლიოთეკის აღწერა და თბილისში ჩამოტანა ევალებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ისტორიას, რომელიც დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით დაიბეჭდებოდა, წილოსნის მიერ შედგენილ რუკებს დაურთავდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში ნიკოლოზ ბაქრაძემ მოითხოვა, რომ ალექსი ჭიჭინაძესა და ალექსი გიორგობიანს სხვავის ნათლისმცემლის მონასტრის მდგომარეობა შეეფასებინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი მარტის „დროებაში“ სვიმონ ბაქრაძე აცხადებდა, რომ ნანია ჯაფარიძემ სხვავის ნათლისმცემლის მონასტერი აღდგენისა და გაუმჯობესების ნაცვლად დააზიანა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში კონსტანტინე დავითის ძე ნიჟარაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ნიკოლოზ დადიანის მიერ შეწირული ბიბლიოთეკა უნდა ჩაეტანა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 1 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ფრენკელი ივანე მაჭავარიანის ადვოკატი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის მარტში ამბარდანოვი მთავარმმართებლის სამმართველოს საქმეთმწარმოებელი იყო.

