რეგისტრირებული ფაქტები90463
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების გორის განყოფილების დირექტორად დაინიშნა ივანე ელიზბარის ძე ერისთავი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების გორის განყოფილების დირექტორად დაინიშნა ვასილ ფავლენიშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების გორის განყოფილების დირექტორად დაინიშნა აბესალომ მაჩაბელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების გორის განყოფილების დირექტორად დაინიშნა კონსტანტინე როსტომის ძე შალიკაშვილი (შალიკოვი).
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ახალქალაქის განყოფილების დირექტორად დაინიშნა ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი (სუმბათოვი).
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ახალციხის განყოფილების დირექტორად დაინიშნა ნიკოლოზ ბაბიევსკი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების კომიტეტების დირექტორად თბილისში დაინიშნა ალექსანდრე მანთაშოვი (მანთაშევი).
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 მარტს სპარსეთის ქვეშევრდომის ალი-აბკარ-აბდულ-რახმან-ოღლის ხილის საწყობი გაძარცვა იბრაგიმ-კალბალაი-ოღლიმ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში გაჭირვების გამო იყიდებოდა საბინინის წიგნი „საქართველოს სამოთხე“. ორი კვირის განმავლობაში გაიყიდებოდა ეს წიგნი და ეღირებოდა 8 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლექსნი თქმულნის“ მესამე კრებული და იყიდებოდა გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში. წიგნის ფასი იყო ორი აბაზი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლადდაბეჭდილი საყმაწვილო წიგნი „რობინზონ კრუზო“, რომელიც ორი შაური ღირდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 მარტს ნაკურალეშის სასოფლო სასწავლებლის მასწავლებელი პეტრე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა ღარიბ მოსწავლეთათვის 7 ეგზემპლარ „ბუნების კარს“ (შედგ. ი. გოგებაშვილის მიერ), ქართული წერის სასწავლო დედანს (ანთ. ჯუღელის, ან ვარლამ გაბიჩვაძის).
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 მარტს მასწავლებელმა პეტრე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სოფელ ნაკურალეშის სასწავლებელში სულ 22 მოსწავლე სწავლობდა, აქედან მეორე განყოფილებაში – 16, მათგან – 2 ქალი, მესამე განყოფილებაში – 6, მათგან – მხოლოდ 1 ქალი, ღარიბი იყო 7 მოსწავლე. პირველ განყოფილებაში ჯერჯერობით არ ჰყავდა მოსწავლეები, მაგრამ იმედი ჰქონდა, შემოიყვანდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიაში „ეხლანდელ სიყვარულში“ ერთგული, ჭკუამოკლე პერონაჟის გეგეს როლი კ. მ. მაქსიმიძემ მარდად, გამბედავად და ჩვეული განცდებით ითამაშა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძველი სენაკის მაზრის უფროსი ბებურიშვილი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილი წერდა, რომ დიდად დაავალებდნენ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი და სხვა ქართველი ხელოვანები თუკი გადასცემდნენ რაიმეს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის მოსართავად. დახმარების მსურველებს თავიანთი ნახატები გაზეთ „ივერიისთვის“ უნდა ჩაებარებინათ.

