რეგისტრირებული ფაქტები86952
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრამდე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში რუსულ ენას არსენ სიმონის ძე წითლიძე ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში რუსულ ენას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგე არსენ სიმონის ძე წითლიძე იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლას მასწავლებელი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გორის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი სერაფიმა სერგის ასული ბაგაევი ქვრივი იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილებას ქართულ ენას მთელი წლის განმავლობაში პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ასწავლიდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 4 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის საქმის მწარმოებელი სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯი სულ 2566 მანეთი და 52 კაპიკი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს გიორგი ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის ჟურნალ „ცისკრის“ რამდენიმე ნომერი ეთხოვებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე მირიანაშვილს 75 მანეთი გადაუხადეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ გაყიდვიდან მიღებული 300 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ბეგოიძეს ჯამაგირი მოუმატეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 21-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე იყო ნოე ცინცაძე.
1881
ტიპი: ავტორობა
1881–1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელს ქართული გალობის აღსადგენად 12 თუმანი მისცა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1890
ტიპი: ორგანიზაცია
1890 წელს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წლის დასასრულს საზოგადოებაში 1444 წევრი იყო, 10 – საპატიო, 59 – დამფუძნებელი, 1375 კი – ნამდვილი წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

