რეგისტრირებული ფაქტები88875
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ფშავში საქონლის ჭირი გავრცელდა, მოსახლეობა მაზრის უფროსის, ლევან ჯანდიერის იმედად იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ექვთიმე ელიაშვილი მოსკოვში წმინდა მირონის ჩამოსატანად გაგზავნეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის ივნისში საქართველოს ეგზარხოსმა კირილე იანოვსკი კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების წინამძღოლად დანიშნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში დ. გაბაშვილი ჩეჩნურს ხანჯლებით შეასრულებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში ი. იმნაძე და ზ. სარაგაძე კინტაურს შეასრულებენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში ზ. რჩეულიშვილი, ს. იოსებაშვილი და ი. ცამციაშვილი ლეკურს შეასრულებენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში ზ. სარაგაძე სომხური ნაწარმოებებიდან სცენებს წაიკითხავდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში არტემ ახნაზაროვი ლექსებს წაიკითხავდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანი ქუთაისის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას წინამძღოლად არჩევისთვის მადლობა გადაუხადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 მაისის „დროების“ მეშვეობით დავით წულუკიძემ 29 ივნისისთვის დაბა ხონის სამასწავლებლო სემინარიის ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების წევრებს კრებაზე დასწრება სთხოვა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დავით წულუკიძე ხონის სამასწავლებლო სემინარიის მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარის თანაშემწე იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, ჯაჯანიძისა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის სტეფანე შიუკოვმა მისივე სახლში დააპატიმრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, ჯაჯანიძისამ თელავის მაზრის უფროსის ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მკვლელობა სცადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ჭიჭინაძისგან შეღავათიან ფასში შეიძინა 265 ძველი და ახალი ნაბეჭდი წიგნები.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ მთვარელიშვილი საზოგადოების საქმეთა მწარმოებლად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილი საზოგადოების მდივნად აირჩიეს.

