რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბათუმის სკოლამ, რომელსაც მოსე ივანეს ძე ნათაძე მართავდა, სკოლის შენობის წლიური ქირა 450 მანეთი გადაიხადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ შეიტყო სათავადაზნაურო სკოლის ვაკანსიის შესახებ და სთხოვდა, ეს ადგილი მისთვის მიეცათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მმართველმა, ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილმა მისწერა, რომ, ოფიციალური გეგმის მიხედვით, სიტყვიერი რუსულის სწავლება პირველი წლის მეორე ნახევრიდან უნდა იწყებოდეს, რუსული წერა-კითხვა – მე-2 წლიდან და სწავლის დამთავრებამდე გრძელდებოდეს, საზოგადოების წესდების მე-3 პარაგრაფის თანახმად კი სხვა ყველა საგანი ოთხივე წელს ქართულად უნდა ისწავლებოდეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბათუმის სკოლაში, რომელსაც მართავდა მოსე ივანეს ძე ნათაძე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მე-5 მუხლის თანახმად საკლასო ენა ქართული იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ზ. ა. ჯორჯაძის ღვინის სარდაფთან ქართული წიგნის პატარა ბიბლიოთეკა არსებობდა.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წელს ლევან დავითის ძე გურიელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს გიორგი კურდღელას ძე უთურგაური ხონის სემინარიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წელს გიორგი კურდღელას ძე უთურგაური იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წელს გიორგი ივანეს ძე მუსხელიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885-დან 1904 წლამდე, სანამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელი გახდებოდა, ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე სამინისტრო სკოლებში ასწავლიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პროგრამები აღწერა.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წელს ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წელს ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

