რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქსენია ახვლედიანი ქუთაისის პირველ ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ქეთევან მესხი თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიაში უმცროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისის გაზეთ ერთომბაში კ. დინჯაზე წერდა, რომ 11 ივლისს ბორჯომის მილიციის უფროსის თანაშემწის, ვ. დოლიძის ინიციატივით სოფ. ჯობისხევში გაიმართა ჯობისხევის და ლარების მცხოვრებთა კრება, რომლის მიზანი ყაჩაღების წინააღმდეგ ზომების მიღება იყო. მოხსენებით გამოვიდა ბორჯომის ერობის გამგეობის თავმჯდომარე კ. შახნაზაროვი. კრებამ სოფელ ჭისხევთან და დვირთან ახლოს მილიციის პოსტის დაარსება გადაწყვიტა. ამ საქმის ტექნიკური მოწყობა დაევალათ: ვ. დოლიძეს და აწყურის რაიონის მილიციის უფროსს, დადიანს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დავით სოლომონის ძე გოთომაშვილი გორის საოსტატო სემინარიის სამეურნეო საგნების ხელმძღვანელად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ოლღა მგელაძე ფოთის გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმსრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, შალვა ტროიმეს ძე თაბუკაშვილი ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრისბრძანებით ნოე ავაკუმის ძე სვანაძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში პედაგოგად მუშაობდა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 8 ნოემბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ტიციან ტაბიძე ვარდისუბნის ქუჩაზე ცხოვრობდა
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, თეიმურაზ ჭუმბურიძე ქუთაისის რეალური სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქართული ენის მასწავლებლად სოჭის გიმნაზიაში სიმონ პავლეს ძე გოგოლაშვილი დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგი მაქს ჰენრიხის ძე დიუდანი თბილისის მეოთხე გიმნაზიაში გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით ბ. კუტანი თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გვარდიელ ე. ბროკიშვილის განცხადება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას „წითელი აზერბაიჯანის“ ლაშქართან ბრძოლისას არაერთი გვარდიელი შეეწირა. მათ შინაშე მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია წითელ ხიდთან დახოცილთა ოჯახების დასახმარებლად საღამოს მართავდა.